5-7 აპრილს ქალაქ პეზაროში მხატვრული ტანვარჯიშის მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქართველმა ტანმოვარჯიშემ, სალომე ფაჟავამ ბაფთებით ასპარეზობისას აბრაგულის მუსიკაზე შესრულებული ვარჯიში 18.750 ქულით დაასრულა და 0.05 ქულა დააკლდა, რომ მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი მოეპოვებინა.
ამავე კატეგორიაში, გუშინდელი საღამოდან მოყოლებული, რუსი ტანმოვარჯიშის, პირველადგილოსან დინა ავერინას 20.600 ქულა და ოქროს მედალი სერიოზულ პოლემიკაში გადაიზარდა. ვარჯიშის შესრულების საწყისი წუთებიდან აშკარად ჩანს, თუ როგორ არის დინას ლენტი გაკვანძული, რაც თავის მხრივ, მსაჯებსაც უნდა დაენახათ, რომ შესაბამისი ზომები მიეღოთ. მიუხედავად ამისა, მან
უმაღლესი შეფასება და ოქროს მედალი დაიმსახურა.
დამაინც, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ლიდია ვინოგრადნა ეხმაურება ამ ეპიზოდს და შესაძლო შედეგებზე საუბრობს, იმ შემთხვევაში, თუ მსაჯები ეპიზოდს კვლავ გადახედავენ. შედეგად კი სალომე ფაჟავას დიდი შანსი ექნება, მესამე ადგილზე გადაინაცვლოს.
ლიდიას ამ კომენტარს მსოფლიო ტანვარჯიშის ფედერაცია თავისი ოფიციალური "ფეისბუქგვერდის" მეშვეობით გამოეხმაურა:
"გადავწყვიტეთ, რომ ბლოგერ ლიდია ვინოგრადნას მიერ წამოყენებულ პოლემიკას, დინას ბაფთის გაკვანძვასთან დაკავშირებით, მსაჯების სახელით ვუპასუხოთ. თუ მას მიაჩნია, რომ კვანძი სერიოზულად შეცვლის დაფიქსირებულ შედეგებს, უნდა გავუცრუოთ იმედები. ამავე დროს, იტალიის ტანვარჯიშის ფედერაცია მზადაა, ყველა ქვეყნის მსაჯის შეკითხვას უპასუხოს ამ თემასთან დაკავშირებით. ითქვა ისიც, რომ თუ ტანმოვარჯიშე კვანძიანი ბაფთით ივარჯიშებს, მას არ შეექმნება პრობლემები სხვადასხვა კომპონენტის შეფასებისას. ამ შემთხვევაში მხოლოდ რისკის ფაქტორი შეფასდება. ესაა, რაც შეგვიძლია ამ ეპიზოდთან დაკავშირებით ვთქვათ".
ერთ-ერთი "ფეისბუქმომხმარებელი" ტიაგო დე ოლივეირა გუშინდელი დღიდან მოყოლებული ღიად აღნიშნავს, რომ სალომე ფაჟავა მესამე ადგილს იმსახურებდა. მან თავისი აზრის დაფიქსირებისას განაცხადა, რომ "სამართლიანი იქნება, თუ დინას ოქროს მედალი ჩამოერთმევა. შესაბამისად, ტასევა გადაინაცვლებს პირველ ადგილზე, ჰარნასკო - მეორეზე, ხოლო ფაჟავა მესაზე იქნება. საერთაშორისო ტანვარჯიის ფედერაციავ - თქვენ შეგიძლიათ ეს სავალალო შეცდომა გამოასწოროთ".
სალომეს აბრაგული მსოფლიოს ჩემპიონატზე - ფაჟავას მედლამდე ცოტა დააკლდა [VIDEO]
სალომე ხარატიშვილი სპეციალურად საიტისთვის