რუსი მსოფლიო თასის ღონისძიებაზე მესამე ადგილზე გავიდა, შეჯიბრება კი უკრაინელმა ილია კოვტუნმა მოიგო.
მოგეხსენებათ, Z ასო რუსულ ანბანში არ არის, ის რუსეთის უკრაინაში შეჭრილ სამხედრო შენაერთების ტექნიკაზე აწერია და ზოგადად, უკრაინისადმი განხორციელებული აგრესიისადმი სოლიდარობის ნიშნად იქცა. ივან კულიაკმა ამ ნაბიჯით თანადგომა პუტინის ჯარს გამოუცხადა.
"ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაცია აცხადებს, რომ მივმართავთ ტანვარჯიშის ეთიკის ფონდს, რათა ივან კულიაკის წინააღმდეგ სადისციპლინო საქმე წამოიწყოს. მისი მოქმედება ჩვენთვის შოკისმომგვრელი იყო." - წერს ორგანიზაცია.
დღეიდან, ანუ 7 მარტიდან, ტანვარჯიშის საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობას რუსი სპორტსმენები ვეღარ მიიღებენ. ცხადია, ვერც ივან კულიაკი, რომელსაც სპორტული ღირსებაც არ ეყო და გამარჯვებულსაც არ მიულოცა.
"ჩემი მამა კიევში იბრძვის - მადლობა თელავს და მიყვარხარ საქართველო!" - ინტერვიუ ბოგდან ბეზკროვნისთან
თინა კანდელაკი: სოლიდარობა რუს სპორტსმენებს, ოდესმე ყველაფერი დასრულდება და...