მედია: კაბაევა ისევ ფეხმძიმედაა - პუტინმა მძიმე ავადმყოფობის გამო აბორტის გაკეთება მოსთხოვა
"რუსული წყაროები იტყობინებიან, რომ კრემლის პირველმა პირმა თავის „საყვარელ“ ალინა კაბაევას ახალი ორსულობის გამო აბორტის გაკეთება მოსთხოვა. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ტელეგრამ-არხი Генерал СВР-ი ავრცელებს ინფორმაციას. რუსული წყ
კრემლის ხელმძღვანელის "საყვარელი" ორსულობის შეწყვეტაზე უარს ამბობს, რაც მათ შორის მუდმივი სკანდალის მიზეზი გახდა, აღნიშნავს წყარო. "პუტინი მოითხოვს, კაბაევამ აბორტი გაიკეთოს, რასაც იმით ხსნის, რომ შვილები ისედაც საკმაოდ ჰყავს და არ უნდა ბავშვები, რომლებიც შეიძლება ვერასოდეს ვერ ნახოს, რამეთუ მძიმედაა ავად და არ იცის, კიდევ რამდენ ხანს იცოცხლებს. ალინა ბავშვის შენარჩუნებას მოითხოვს და პრეზიდენტთან დათმობაზე წასვლაზე უარსაა", - ირწმუნება წყარო.
გამოცემის ცნობით, მუდმივი კამათისა და ურთიერთობების გარკვევის გამო ისინი ერთმანეთს პრაქტიკულად არ ელაპარაკებიან. The Wall Street Journal-ი ამტკიცებს, რომ პუტინს ტანმოვარჯიშე კაბაევასგან უკვე სამი შვილი ჰყავს. უკანასკნელი 20 წლის მანძილზე პუტინი ოჯახის ამბებს არ ახმაურებს, ვინაიდან თავისი ნათესავებისა და შვილების ბედის გამო შიშობს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტობის პერიოდში პუტინმა ბევრი მტერი გაიჩინა და შურისძიების ეშინია. რადიო "ეხო მოსკვას" ყოფილმა მთავარმა რედაქტორმა ალექსეი ვენედიკტოვმა ადრე თქვა, რომ ჩეჩნეთის ომის შემდეგ კრემლის თავკაცს თავის ოჯახზე ნებისმიერი ცნობების გავრცელების ეშინია“.