ქართველი ტანმოვარჯიშე დაჩი დოლიძე ლუქსემბურგში გამართული საერთაშორისო ტურნირის ვერცხლისპრიზიორია.
ახალგაზრდა სპორტსმენმა ტაიჭზე ვარჯიშში მეორე შედეგი აჩვენა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ტურნირზე 11 ქვეყნის 100-ზე მეტი სპორტსმენი ასპარეზობდა.
წყარო: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
დიდიხანია ტანვარჯიშში პრიზიორი არ გვყოლია ბიჭებში. მემგონი საბჭოთა კავშირის დაშლის მერე არ გვყოლია!
ყოჩაღ და ვუსურვებ წინსვლა ამ სპორტის სახეობას...