სკანდალი თბილისის მსოფლიოს თასზე: რატომ გააძევეს კანადელი დიდოსტატი?

AutoSharing Option
თბილისის მსოფლიოს თასის III რაუნდის წინ ინციდენტი მოხდა - ორგანიზატორებმა ასპარეზობაში არ დაუშვეს კანადელი დიდოსტატი ანტონ კოვალიოვი, რომელმაც წინა წრეში თვით ვიშვანათან ანანდი დაამარცხა და ახლა მაქსიმ როდშტეინს (ისრაელი) უნდა შეხვედროდა.

ნაზი პაიკიძე: არ არსებობს წესი, რომელიც თავისუფალ ქალს აიძულებს, ატაროს ჰიჯაბი!

მიზეზი დრესკოდის დარღვევაა - კოვალიოვი ასპარეზობაზე შორტებით გამოცხადდა. როდესაც კოვალიოვი მთავარ არბიტრ ტომაშ დელეგას შენიშვნას არ დაემორჩილა, საქმეში ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი ჩაერია და კოვალიოვს დარბაზი დაატოვებინეს.

ინციდენტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა უცხოურ მედიაში, რადგან კოვალიოვი ამტკიცებს,
რომ მას "ბოშა" უწოდა. "როცა მთავარმა ორგანიზატორმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა მას ტანსაცმლის გამოცვლა მოსთხოვა, კოვალიოვმა იკითხა, რატომ. "იმიტომ, რომ ბოშას ჰგავხარ", - იყო აზმაიფარაშვილის პასუხი", - წერს chess.com.

კოვალიოვი ამტკიცებს, რომ მან წინა ორი რაუნდიც შორტებში ითამაშა და მისთვის შენიშვნა არავის გამოუცხადებია.

სხვათა შორის, მთავარმა არბიტრმა აღნიშნულ გამოცემას უთხრა, რომ მისი ინიციატივა არ იყო კოვალიოვის დარბაზიდან გაძევება, იგი ამას არც აპირებდა. მსოფლიოს თასის რეგულაცია მოითხოვს დრესკოდის დაცვას, თუმცა კონკრეტულად შორტზე იქ არაფერი წერია.

"აუცილებლად დაველაპარაკები მსაჯებს, თუ რატომ ვერ შეამჩნიეს აქამდე ის, რომ კოვალიოვი შორტებით ასპარეზობდა", - განუცხადა გამოცემას აზმაიფარაშვილმა. მან ასევე დასძინა, რომ სიტყვა "ბოშა" რასისტული კონტექსტით არ უხსენებია, მან ეს განაცხადა, როგორც "უსახლკაროს" სინონიმი.

Sportall.Ge
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ აზმაიფარაშვილი ადრეც გახვეულა სკანდალებში. გავიხსენოთ 2004 წელი, როცა მაშინ ფიდეს ვიცე-პრეზიდენტი აზმაიფარაშვილი ესპანურ კალვიაში საჭადრაკო ოლიმპიადაზე დაიჭირეს. მაშინ მას ფიზიკური დაზიანებაც მიაყენეს.

თბილისის მსოფლიოს თასი 3-27 სექტემბერს იმართება საქართველოს დედაქალაქში. გამარჯვებული 120 ათას დოლარს მიიღებს, სრული საპრიზო ფონდი კი 1,6 მილიონი დოლარია.

"ლელო" მალე შემოგთავაზებთ ვრცელ ინტერვიუს ზურაბ აზმაიფარაშვილთან აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით.
მკითხველის კომენტარები / 9 /
სამარცხვინოები....
zurabi
12 სექტემბერი 2017 20:23
1
არც აზმაიფარაშვილს აცვია დრეს-კოდის შესაბამისად /მაისური და ჯინსის შარვალი/, როგორს ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტს და ტურნირის მასპინძელს. კიდევ ერთხელ მოვიჭერით თავი!
ვაჟა
12 სექტემბერი 2017 09:09
1
აქ შორტები მეორეხარისხოვანია, მთავარი პრობლემა ისაა რომ ბოშა უწოდა მოჭადრაკეს. წესით სერიოზული პრობლემები უნდა შეექმნას აზმაიფარაშვილს, თუმცა ალბათ ბოდიშით გამოძვრება
kote
11 სექტემბერი 2017 17:58
4
ამ ტურნირის ორგანიზებისთვის რამდენიმე წლით ადრე რომ აიღეს 20 მილიონი და ჯიპები იყიდეს 2 წლით ადრე სტუმრებს უნდა დავხვდეთო ეგ გამოიძიეთ ჟურნალისტებო
gia
11 სექტემბერი 2017 17:56
1
დრესკოდი არსებობს სპორტის ბევრ სახეობაში. კალათბურთში შარშანდელ ევროპის შესარჩევზე მაიკლ დიქსონს წარწერიანი წინდები(წარმოიდგინეთ, რა მცირე ნიუანსია) ეცვა და საქართველოს კალათბურთის ფედერაცია 2 ათასი ევროთი დააჯარიმეს. წელს ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე, ქართველი ძიუდოისტი ნინო ოძელაშვილი, იმის გამო, რომ ძეწკვი ეკეთა ტურნირიდან მოხსნეს. უიმბლდონის საჩოგბურთო ტურნირზე ტანსაცმლის ფერებიც კი განსაზღვრულია. ასეთი უამრავი ფაქტია სპორტის სხვადასხვა სახეობებში. ასე რომ, ზურაბ აზმაიფარაშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
Lado
11 სექტემბერი 2017 17:34
5
რატომ არ შეიძლება შორტებოთ?? აზმაიფარაშვილი მამაოა მგონი..
ჯოჯო
11 სექტემბერი 2017 17:08
18
მართალია აზმაიფარაშვილი, ჩაცმულობის კოდი სწორედ იმას მოიაზრებს, რომ შეჯიბრის დონის ტანსაცმელი უნდა გეცვას. სხვა საკითხია "პლაჟის" ჭადრაკის შეჯიბრება რომ იმართებოდეს. აღვირახსნილი თავისუფლება არაფერში არ ვარგა, მათ შორის ჩაცმულობაში. მითუმეტეს ჭადრაკში, სადაც ყველა პირობა უნდა არსებობდეს, რომ მოპაექრეებს ხელი არ შეეშალოთ. ფიშერი გაიხსენეთ, რომლის ვითომდა "უცნაურმა" მოთხოვნებმა საბოლოო ჯამში ჭადრაკი აქცია პატივსაცემ სახეობად.
დავით
11 სექტემბერი 2017 17:02
2
შემეცოდა საწყალი საქართველოც არ ანახეს ნორმალურად
guga
11 სექტემბერი 2017 16:59
0
აზმაიფარაშვილი, ვონ იზ შახმატა. სად წერია, რომ შორტებით არ შეუძლია ასპარეზობა? ახსენი ერთი, შე უგვანო, შენა!!!!
iura andropov
11 სექტემბერი 2017 16:36
17
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული