ქართველმა დიდოსტატმა 16,5 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაასწრო მეორე ადგილზე გასულ ვალენტინა გუნინას (რუსეთი), მესამე ადგილზე კი 14 ქულით ჟუ ვენჟუნი(ჩინეთი) განთავსდა.
ტურნირი შვეიცარული სისტემით 21 ტურად ჩატარდა (29-30 დეკემბერი) და მისი საპრიზო ფონდი 250 000$ შეადგენდა.
დანარჩენი ქართველი მონაწილეების ტექნიკური შედეგები:
15.ლელა ჯავახიშვილი - 12,5 ქულა;18.ბელა ხოტენაშვილი - 12,5 ქულა; 23. ნინო ბაციაშვილი - 12 ქულა; 50. ინგა ჭარხალაშვილი -
ქალთა ასპარეზობის პარალელურად მიმდინარე ვაჟთა ჩემპიონატი მსოფლიოს ჩემპიონის მაგნუს კარლსენის გამარჯვებით დარსულდა. მის აქტივში 21-დან 16 ქულაა, II-III ადგილები 14,5 ქულით: სერგეი კარიაკინმა (რუსეთი) და ვიში ანანდმა (ინდოეთი) გაინაწილეს.
ქართველი მონაწილეების ტექნიკური შედეგები:
29.ლევან ფანცულაია -12,5 ქულა; 30.ბაადურ ჯობავა - 12 ქულა; 37.გიგა ყუფარაძე - 12 ქულა; 88.მიხეილ მჭედლიშვილი - 10.5 ქულა.
მომზადებულია gcf.org.ge-ს მიხედვით