გოსდუმის დეპუტატი: გაფრინდაშვილი საქართველოში რომ ცხოვრობს ამიტომ ალაპარაკდა სექსიზმსა და ქართველების ჩაგვრაზე

AutoSharing Option
ციგურაობაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა და რუსეთის დუმის დეპუტატმა სვეტლანა ჟუროვამ ნონა გაფრინდაშვილის მიერ Netflix-ის წინააღმდეგ შეტანილ საჩივარზე კომენტარი გააკეთა.

"სექსიზმში დადანაშაულება?! ახლა ეს მოდაშია და ყურადღებასაც იპყრობს. აქ საქმე სექსიზმს კი არა პროპაგანდას ეხება. ეს მხატვრული სერიალია და არაა სავალდებულო სიუჟეტი 100%-ით სიმართლეს აღნიშნავდეს. დოკუმენტური რომ იყოს, საჩივარს საფუძველი ექნებოდა.

რა, ქართველებს სსრკ-ში ჩაგრავდნენ? როგორც ჩანს, გაფრინდაშვილს დიდი გეგმები აქვს. ახლა საქრთველოში ცხოვრობს და ამიტომ დაიწყო ლაპარაკი სექსიზმსა და ჩაგვრაზე.

ჭადრაკის ქართული სკოლა საბჭოთა კავშირში ძალიან ძლიერი იყო. რაც შეეხება ნონა
გაფრინდაშვილს, მისი რეიტინგი კაცებს შორის ძალიან მაღალი გახლდათ. მას სსრკ-ში აფასებდნენ და გაფრინდაშვილის ეროვნებისთვის ყურადღება არასდოს მიუქცევიათ.

მიმაჩნია, რომ მხატვრულ ფილმში მითითებული ფაქტები მის გადაღებამდე უნდა შეთანხმდეს. ამიტომ, თუ Netflix-მა გაფრინდაშვილთან ეს არ შეთანხმა, მაშინ ისინი ძალიან არასწორად მოიქცნენ,"- განაცხადა ჟუროვამ.

მომზადებულია sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 35 /
გასაგებია რომ მხატვრული ფილმია და რაც გინდა ის აკეთე,მაგრამ სახელი-გვარი ხომ ნახსენებია ადამიანის?ჰოდა ისტორიას რატი უმახინჯებ?ხომ შეეძლოთ ნონას მაგივრად სრულიად არარეალური პერსონაჟი შეექმნათ?აქ საქმე სულ სხვა რაღაცაშია!ეს პრინციპის საქმეა და ზედმეტად პირადულია!კარიერას გადაუსვეს ხაზი!
აბგდ
22:02 21-09-2021
1
ფრიად ორაზროვანი, მაგრამ პრინციპში ქ-ნი ნონას მხარდამჭერი განცხადებაა...
tngh
16:22 21-09-2021
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული