გოსდუმის დეპუტატი: გაფრინდაშვილი საქართველოში რომ ცხოვრობს ამიტომ ალაპარაკდა სექსიზმსა და ქართველების ჩაგვრაზე

AutoSharing Option
ციგურაობაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა და რუსეთის დუმის დეპუტატმა სვეტლანა ჟუროვამ ნონა გაფრინდაშვილის მიერ Netflix-ის წინააღმდეგ შეტანილ საჩივარზე კომენტარი გააკეთა.

"სექსიზმში დადანაშაულება?! ახლა ეს მოდაშია და ყურადღებასაც იპყრობს. აქ საქმე სექსიზმს კი არა პროპაგანდას ეხება. ეს მხატვრული სერიალია და არაა სავალდებულო სიუჟეტი 100%-ით სიმართლეს აღნიშნავდეს. დოკუმენტური რომ იყოს, საჩივარს საფუძველი ექნებოდა.

რა, ქართველებს სსრკ-ში ჩაგრავდნენ? როგორც ჩანს, გაფრინდაშვილს დიდი გეგმები აქვს. ახლა საქრთველოში ცხოვრობს და ამიტომ დაიწყო ლაპარაკი სექსიზმსა და ჩაგვრაზე.

ჭადრაკის ქართული სკოლა საბჭოთა კავშირში ძალიან ძლიერი იყო. რაც შეეხება ნონა
გაფრინდაშვილს, მისი რეიტინგი კაცებს შორის ძალიან მაღალი გახლდათ. მას სსრკ-ში აფასებდნენ და გაფრინდაშვილის ეროვნებისთვის ყურადღება არასდოს მიუქცევიათ.

მიმაჩნია, რომ მხატვრულ ფილმში მითითებული ფაქტები მის გადაღებამდე უნდა შეთანხმდეს. ამიტომ, თუ Netflix-მა გაფრინდაშვილთან ეს არ შეთანხმა, მაშინ ისინი ძალიან არასწორად მოიქცნენ,"- განაცხადა ჟუროვამ.

მომზადებულია sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 35 /
გასაგებია რომ მხატვრული ფილმია და რაც გინდა ის აკეთე,მაგრამ სახელი-გვარი ხომ ნახსენებია ადამიანის?ჰოდა ისტორიას რატი უმახინჯებ?ხომ შეეძლოთ ნონას მაგივრად სრულიად არარეალური პერსონაჟი შეექმნათ?აქ საქმე სულ სხვა რაღაცაშია!ეს პრინციპის საქმეა და ზედმეტად პირადულია!კარიერას გადაუსვეს ხაზი!
აბგდ
21 სექტემბერი 2021 22:02
1
როგორ დაამახინჯეს ნონას სპორტული ისტორია, ამ საზიზღარმა რუსებმა. თან დუმიდან.
ალეგორია
22 სექტემბერი 2021 21:59
1
ფრიად ორაზროვანი, მაგრამ პრინციპში ქ-ნი ნონას მხარდამჭერი განცხადებაა...
tngh
21 სექტემბერი 2021 16:22
11
როგორც საერთოდ სჩვევიათ ყველა საქმეში, ესეც იმდენაზროვანია. ამათი გამოსწორება რა იქნება. როგორ ითქვა - ძაღლის კუდი არ გასწორდების და არცა კირჩხიბი მარტად ვალს
ლევანი
21 სექტემბერი 2021 16:50
4
ნასვამი იყო ალბათ და თვითონ კი გაუგებდა თავის თავს-აბა მე აქ აზრი ვერ განოვიტანე.
ნუ რეიტინგი გაიკეთა-ქართველი კაცები შემაგინებენ მაინცო.
Levani
21 სექტემბერი 2021 21:17
4
ამათზე ავადმყოფი და დეგენერატი ერი მეორე არ არის. ყოველთვის გაოცებენ, იმაზე ბევრად დიდ პრიმატობას ამტკიცებენ ვიდრე გგონია
Stf
21 სექტემბერი 2021 17:39
3
ეს რუსები ხომ სულ ჩასაფრებულები არიან.პოლიტიკოსი იქნება, ყოფილი სპორცმენი თუ უბრალო მოქალაქე შანსს არ უშვებენ,რომ არ წაგვკბინონ. ერთადერთი ვინც ობიექტური განცხადება გააკეთა ანატოლი კარპოვია. მე მიმაჩნია, რომ ნონა გაფრინდაშვილი უდიდესი მოჭადრაკეა მსოფლიო ისტორიაში არა იმიტომ რომ ქართველია, არამედ იმიტომ,რომ ეს ასეა და უნდა თუ არ უნდა ვინმეს ეს უნდა აღიაროს.
მიშა ქებაძე
21 სექტემბერი 2021 20:32
5
ნიკო,გაფრინდაშვილი 5 გზის ჩემპიონია.16 წელი ფლობდა მსოფლიოს ჩემპიონის წოდებას და მათგან რომელია, ამდენი ხნის განმავლობაში რეიტინგში პირველი ყოფილიყოს?თანაც ნონა,მოთამაშე ჩემპიონი იყო,ქალთა ტურნირებში მუდმივად რომ იმარჯვებდა.მანამდე ქალები კაცებს არ ეთამაშეოდნენ.კაცები არც კი კადრულობდნენ,ქალებისათვის თავის გაყადრებას.ეს ნონამ დაარღვია კაცების უპირატესობის მითი და ვაჟთა შორის დიდოსტატიც გახდა.ახლა ყველას რომ დიდოსტატის წოდება აწეია გულზე,ასე კი არ იყო,მთელ საქართველოში,სულ ორად ორი დიდოსტატი გვყავდა,ვაჟი.ვაჟებისთვისაც ძალიან ძნელი იყო ამ წოდების მოპოვება.პოლგარები თავიდანვე ქალებს არ ეთამაშებოდნენ და მხოლოდ კაცთა ტურნირებში იღებდნენ მონაწილეობას.ამიტომ რეიტინგიც ერთერთ დას,ნონაზე მეტი ჰქონდა,მაგრამ ეს იმიტომ,რომ კაცებს,ჩვეულებრივ,გაცილებით მაღალი კოეფიციენტებოი ჰქონდათ ქალებზე და მათთან მოპოვებული წარმატება,გაცილებით ძვირად ფასობდა.ნინა კი,ქალებთანაც თამაშობდა და ეს რეიტინგის აწევაში ხელს უშლიდა.ნონამ მოახდინა რევოლუცია და კაცები აიძულა,ქალთა ჭადრაკი ეცნოთ.მისი დამსახურებაა,პოლგარებმა რომ გაიკვლიეს გზა ვაჟებთან სათამაშოდ.ფიშერი,მართლაც ძალიან ძლიერი იყო,მაგრამ გახდა ჩემპიონი და მას მერე,არარსად უთამაშია.არავინ იცის,რომ ეთამაშა,რამდენ ხანს გაჩერდებოდა ოლიმპზე.კარპოვი და კასპაროვი,მართლაც ძალიან ძლიერები იყვნენ,თანაც დიდი ხნის განმავლობაში,მაგრამ 16 წელი ჩემპიონობა,ვერც მათ გაქაჩეს.14წელი იყო ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე და მხოლოდ ვერა მენჩიკი იყო უფრო დიდხანს პირველი,თუმცა იმ დროს ქალთა ჭდრაკი,ძალიან სუსტად იყო განვითარებული და ეს ჩემპიონობა,საკმაოდ პირობითი იყო,მანვე დაიწყო ვაჟებთან, პირველმა თამაშიც,თუმცა ზოგადად ჭადრაკის სწრაფი განვითარება,სისტემატიზირება და პოპულარობის ზრდა,მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო და ამიტომ ომისშემდგომ მიღწევებს,უფრო მეტი ფასი აქვს.
სოსო
22 სექტემბერი 2021 00:36
0
ნიკო-ს ანუ შენი აზრით როდისმე რომ გამოჩნდება პოლგარებზე უფრო ძლიერი მოჭადრაკე პოლგარების დამსახურებას ხაზი უნდა გადაესვას და დაივიწყოს კაცობრიობამ? - ქალბატონი ნონა დაბადებულია 1941 წელს და პოლგარები ჟუჟა, სოფია და იუდიტი შესაბამისად 1969, 1974 და 1975 წლებში - სულ სხვა თაობის წარმომადგენელია ნონა გაფრინდაშვილი და სულ სხვა თაობის პოლგარები - თავის თანამედროვეებში ნონა გაფრინდაშვილი იყო ქალთა შორის უძლიერესი და დაუმარცხებელი მოჭადრაკე
NN
22 სექტემბერი 2021 00:46
0
ყველა გამოხმაურება
როგორ მეზიზღებიან ესენი რა
კვარა
22 სექტემბერი 2021 03:41
9
ამ ქალბატონს ქვეყანა და ეროვნება ვერ გაურჩევია ერთმანეთისგან. ქალბატონი ნონა არსად არ ამბობს, რომ მას სადმე ოდესმე ჩაგრავდნენ, მაგრამ საბჭოთა მოჭადრაკე და რუსი მოჭადრაკე სხვადასხვაა. ერთი შეეკითხეთ ვინმემ, მაგი რომ ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონად მოიხსენიონ, პროტესტის გრძნობა არ ექნება?
ჟორა გაბრიჭიძე
21 სექტემბერი 2021 17:48
1
,,რა, ქართველებს სსრკ-ში ჩაგრავდნენ?'' - ეტყობა, ამ ,,ცოდნის განსახიერებას'' 1956 წლის 9 მარტის და 1978 წლის 14 აპრილის შესახებ არაფერი სმენია. ორპირი და ვერაგული კომენტარი, როგორც რუსებს ეკადრებათ.
რატი
21 სექტემბერი 2021 20:28
2
ჩაგვრა არ ჰგონია, რადგან მონაა და ამას ვერასდროს გაიგებს.
რატი
22 სექტემბერი 2021 00:31
1
თუნდაც ეგ რომ არ ვახსენოთ მეტი დაჩაგვრა რაღა უნდა გინდოდეს ნორმალურ ეროვნულ ადამიანს როცა მოსკოვიდან იმართები,არაფერი მნიშვნელოვანი არ წყდება მათ გარეშე,საქართველოს სახელმწიფო ენის სტატუსი რუსულისთვის უნდა მიეცათ,შემოდიან რუსები და მომიტინგეებს გიკლავენ.ამ ძროხას ეს ჩაგვრა არ ჰგონია?
ნიკო
21 სექტემბერი 2021 23:34
2
გოსდუმაში უფრო მნიშვნელოვანი საქმე არა აქვს მის დეპუტატს?
გიორგი
22 სექტემბერი 2021 14:30
5
რა, საქართველოს პარლამენტში უკეთესი მდგომარეობაა?
სიმართლე.
22 სექტემბერი 2021 21:35
2
ეს არის მონების სახელმწიფო, ყველქ რუსი როდესაც შეგნებაში შედის ხდება მონა, იმიტომ რომ მონურ სოციუმში ცხოვრობენ. ჩვენთანაც ეგ მენტალიტეტი იყო და ნელნელა მოდის თავისუფალი თაობა მადლობა ღმერთს.
გიორგი
22 სექტემბერი 2021 14:30
12
რაში გამოიხატება თავისუფალი თაობა რომ მოდის? აქამდე თუ რუსებს ულოკავდნენ ეხლა აშშ-ს და ევროპას ულოკავენ!
fsiuu
22 სექტემბერი 2021 15:51
8
რაში გამოიხატება ძმა და გეტყვი ეხლა, შენ რასაც ამბობ ეგ არის პოლიტიკური საკითხი, რომ სახელმწიფოს დღეს ერთი მოკავშირე ყავს გუშინ სხვა ყავდა, თუ გინდა გუშინ ერთი უფროსი დღეს მეორე. მე სხვა რამეს ვამბობ, თავად საბჭოთაკავშირი იყო დამონებული ხალხის ქვეყანა, იშვიათი გამონაკლისების გარდა. ყველაფერი ეს იწყებოდა სკოლიდან, ბავშვს განძრევაც კი ეკრძალებოდა, თავისუფლების ყველანაირი გამოვლინება იყო დაგმობილი ,,საზოგადოების" მიერ. კი იყო კარაქი და სგუშონი მალაკო ნატურალური და კარგი, მაგრამ ეგ არაა ადამიანობა. ევროპაში და ამერიკაში ეგრე არაა, ხალხი თავისუფალია. უყურე ფილმი გზა შინისკენ, და ნახავ როგორ ვერ ეგუება საბჭოთა ადამიანი თავისუფლებას და არც კი იცის რისთვისაა თავისუფლება.
გიორგი
22 სექტემბერი 2021 20:25
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული