გოსდუმის დეპუტატი: გაფრინდაშვილი საქართველოში რომ ცხოვრობს ამიტომ ალაპარაკდა სექსიზმსა და ქართველების ჩაგვრაზე

AutoSharing Option
ციგურაობაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა და რუსეთის დუმის დეპუტატმა სვეტლანა ჟუროვამ ნონა გაფრინდაშვილის მიერ Netflix-ის წინააღმდეგ შეტანილ საჩივარზე კომენტარი გააკეთა.

"სექსიზმში დადანაშაულება?! ახლა ეს მოდაშია და ყურადღებასაც იპყრობს. აქ საქმე სექსიზმს კი არა პროპაგანდას ეხება. ეს მხატვრული სერიალია და არაა სავალდებულო სიუჟეტი 100%-ით სიმართლეს აღნიშნავდეს. დოკუმენტური რომ იყოს, საჩივარს საფუძველი ექნებოდა.

რა, ქართველებს სსრკ-ში ჩაგრავდნენ? როგორც ჩანს, გაფრინდაშვილს დიდი გეგმები აქვს. ახლა საქრთველოში ცხოვრობს და ამიტომ დაიწყო ლაპარაკი სექსიზმსა და ჩაგვრაზე.

ჭადრაკის ქართული სკოლა საბჭოთა კავშირში ძალიან ძლიერი იყო. რაც შეეხება ნონა
გაფრინდაშვილს, მისი რეიტინგი კაცებს შორის ძალიან მაღალი გახლდათ. მას სსრკ-ში აფასებდნენ და გაფრინდაშვილის ეროვნებისთვის ყურადღება არასდოს მიუქცევიათ.

მიმაჩნია, რომ მხატვრულ ფილმში მითითებული ფაქტები მის გადაღებამდე უნდა შეთანხმდეს. ამიტომ, თუ Netflix-მა გაფრინდაშვილთან ეს არ შეთანხმა, მაშინ ისინი ძალიან არასწორად მოიქცნენ,"- განაცხადა ჟუროვამ.

მომზადებულია sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 35 /
,,რა, ქართველებს სსრკ-ში ჩაგრავდნენ?'' - ეტყობა, ამ ,,ცოდნის განსახიერებას'' 1956 წლის 9 მარტის და 1978 წლის 14 აპრილის შესახებ არაფერი სმენია. ორპირი და ვერაგული კომენტარი, როგორც რუსებს ეკადრებათ.
რატი
21 სექტემბერი 2021 17:29
4
ბოლომდე ნორმალური ადამიანებივით საუბარი ხომ არ შეუძლიათ ამ ...
zaza
21 სექტემბერი 2021 16:41
3
ვის უჩივის ქ-ნი ნონა,ადრესატი ვერ გაურკვევია
ნანიკო
21 სექტემბერი 2021 16:28
18
ფრიად ორაზროვანი, მაგრამ პრინციპში ქ-ნი ნონას მხარდამჭერი განცხადებაა...
tngh
21 სექტემბერი 2021 16:22
11
როგორც საერთოდ სჩვევიათ ყველა საქმეში, ესეც იმდენაზროვანია. ამათი გამოსწორება რა იქნება. როგორ ითქვა - ძაღლის კუდი არ გასწორდების და არცა კირჩხიბი მარტად ვალს
ლევანი
21 სექტემბერი 2021 16:50
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული