ჭადრაკის ლეგენდა კარპოვი გაფრინდაშვილის საქმეზე საუბრობს

AutoSharing Option
მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდარულმა მოთამაშე ანატოლი კარპოვმა კომენტარი ნონა გაფრინდაშვილისა და Netflix-ის საქმეზე გააკეთა.

"ნამდვილად არ ვიცი, რა გამორჩა გარი კასპაროვს, რომელიც ფილმის კონსულტანტი იყო. შესაძლოა, მას ყველაფერი არ უნახავს ან რაღაც არ უთხრეს, რადგან მან ბრწყინვალედ იცის, რომ გაფრინდაშვილი როგორც ქალებს, ისე კაცებს შორის პირველი გროსმეისტერი გახდა.

კაცთა შორის გროსმეისტერის წოდებას კი ისე ვერ მიიღებდა, კაცების ტურნირებში მონაწილეობა რომ არ მიეღო. ამ მხრივ, ნონა აბსოლუტურად მართალია."

კარპოვმა სარჩელ
ის იმ ნაწილზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც ქართველი გაფრინდაშვილი რუსად მოიხსენიეს.

"რა თქმა უნდა, ის საბჭოთა მოჭადრაკედ უნდა მოეხსენიებინათ და კითხვებიც არ გაჩნდებოდა. "რუსი მოჭადრაკე" - ეს უკვე ეროვნულ წარმომავლობას ეხება. და ყველასთვის ნათელია, ნონა გაფრინდაშვილი საქართველში დაიბადა, ის ქართველია და ამით ამაყობს.

საერთოდაც, მას რუს მოჭადრაკეს ვერანაირად ვერ დაუძახებ და ეს სტატუსი გაფრინდაშვილს არასდროს ჰქონია. ასე ამბობდნენ: "საბჭოთა კავშირის წარმომადგენელი", "საბჭოთა მოჭადრაკე" ან ყველაზე ხშირად "საქართველოს წარმომადგენელი", "ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი", - თქვა კარპოვმა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 11 /
ბასილამ რა თამაში მოიგო..სას ხართ??
Troy
24 სექტემბერი 2021 01:09
0
საოცარი! ასეთი დრამატული თამაში ზვერვთან ჰამბურგერის ნახევარფინალის მერე არ მოუგია, მიდი ბასილ შემდეგი მონფილსია!
ჰამლეტი
24 სექტემბერი 2021 03:02
0
არც გარი კასპაროვი იტყოდა, რაიმე განსხვავებულს.რეჟისორებმა საბჭოთა კავშირის სპეციფიკის შესახებ, არაფერი იციან და წიგნის შინაარსიც,საკუთარი კლიშეების მიხედვით შეცვალეს.ამერიკული კინოინდუსტრია,არასოდეს სცემს დიდ პატივს,სხვა ქვეყნების ტრადიციებს და საკუთარი კულტურის მიხედვით ამოქმედებს ხოლმე,იქაურ მკვიდრებსაც
სოსო
23 სექტემბერი 2021 21:13
16
რა შუაშია მთლიანად ამერიკა ან ამერიკის კინოინდუსტრია? კონკრეტულ კომპანიაზეა ლაპარაკი. ეგ არც რუსეთია და არც საბჭოთა კავშირი, სადაც სახელმწიფო კინოს საქმეებში ერევა ან რაღაც სახის ცენტრალიზებული ორგანო არსებობს კინომატოგრაფისტთა კავშირის მსგავსი.მანდ ყველა თავისუფალია და რასაც უნდა იმას აკეთებს.
სოსოს
25 სექტემბერი 2021 11:07
3
ამერიკული ცხოვრების ნირიც კულტურაა.მათი კულტურა.შესაძლოა ჩვენთვის მიუღებელი,მაგრამ მაინც კულტურა.ეს მათი კულტურაა და მას პატივი უნდა ვცეთ,მაგრამ სადაც მივიდნენ,ყველგან იქაურის ქუდი კი არ დაიხურეს,არამედ იქით ცდილობენ,თავისი კულტურული ნორმები მოახვიონ თავს.ფილმებშიც ასე იქცევიან და ხშირად,მაგალითად მაჰმადიანს,ისეთ რამეს გააკეთებინებენ,რაც მათთვის სრულიად მიუღებელია,ეს კი დიდ ვნებათაღელვას იწვევს იმ ქვეყნის მოსახლეობაში და ხშირად ტერორიზმამდეც კი მიჰყავს.რუსებიც დამპყრობლები არიან და სსრკში ისიც კი სცადეს,რომ მაგალითად საქართველოში რუსული ენა ეცნოთ სახელმწიფო ენად.უბრალოდ, ამერიკა მსოფლიოს ლიდერად თვლის თავს და ყველაზე მეტის უფლებას აძლევს თავს.რაც შეეხება ნასას და ჩაკრულოს.კოსმოსში მხოლოდ ჩაკრულო კი არ გაუშვიათ,არამედ მრავალი სხვადასხვა ხმა,მათ შორის სხვადასხვა ქვეყნებიდან საუკეთესო სიმღერების ნაწყვეტებიც.სსრკდან,რუსებმა ბუნებრივია რომ თავისის,რუსულის გატანა მოინდომეს.ამერიკელების ინტერესში ალბათ რუსულ კულტურაზე სხვა რომელიმე რესპუბლიკის კულტურის წინ დაყენებაც იქნებოდა,თანაც ჩაკრულო მართლაც მსოფლიოს ფილკლორის შედევრია და ობიექტურობის დაცვაც არ გაუჭირდებოდათ.როცა ვთქვი, კასპაროვი მაგას არ იტყოდა მეთქი,იმას ვგულისხმობდი,რომ ის კარგად იცნობდა ნონა გაფრინდაშვილს და არ შეიძლება არ სცოდნოდა,მისი ვაჟთა შორის დიდოსტატობის შესახებ.კასპაროვის მწვრთნელი ხომ დიდხანს,ზურაბ აზმაიფარაშვილიც იყო.
სოსო
24 სექტემბერი 2021 15:35
0
ყველა გამოხმაურება
მართლა რომ პოლიტიკა ღუპავს ხალხს,თორემ კარპოვი განა რუსი არ არის? რა ობიექტურად გამოთქვა თავისი აზრი.
ლევანი
23 სექტემბერი 2021 20:27
4
სუფთა ებრაელია დედით
დავით67
24 სექტემბერი 2021 11:43
4
ჯიგარ! აი ობიექტური შეფასება
: )))))))
23 სექტემბერი 2021 16:18
3
მე კარპოვის და ტურგენევის რუსეთი მიყვარს ))
oceola
23 სექტემბერი 2021 16:14
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული