ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას კიდევ ერთხელ შეეცდება

AutoSharing Option
15 ნოემბრიდან იტალიის ქალაქ ასისში სტარტს აიღებს მსოფლიო ჩემპიონატი სენიორ-მოჭადრაკეთა შორის.

საქართველოს სახელით ჩემპიონატზე იასპარეზებენ:

მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი და სენიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატების 7-გზის გამარჯვებული ნონა გაფრინდაშვილი, სენიორ-ვაჟთა შორის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ზურაბ სტურუა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი სენიორ-ქალთა შორის, სოფიკო ტერელაძე.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს ნონა გაფრინდაშვილმა ბუქარესტში 65 წელს ზემოთ ქალ მოჭადრაკეთა შორის ბრწყინვალედ იასპარეზა, 8.5 ქულა დააგროვა, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა და 78 წლის ასაკში ყველაზე ასაკოვანი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
მადლობა, რომ არსებობთ!
Guja Kakhadze
15 ნოემბერი 2022 21:42
0
გაფრინდაშვილი არის მსოფლიო გენია ლეგენდარული პიროვნება რომლის სახელი და გვარიც ისტორიაში ოქროს ასოებით არის ჩაწერილი ის არის ისეთივე პატივ მისაგები პიროვნება როგორიც ჩვენი ქართველი გენიოსები იყვნენ საქართველოს ისტორიიის განმავლობაში! მის გზა კვალზე საუკუნოდ გაიზრდებიან მომავალი თაობები.
T.q
15 ნოემბერი 2022 21:27
1
აი მაგალითი დღეგრძელობისა. სულ ასე ეკიაფოს თქვენს ვარსკვლავს საქართველოს ცაზე და ჭადრაკის სამყაროში საქართველოს სწორუპოვარო ქალბატონო.
ჟორა
15 ნოემბერი 2022 20:48
0
საქართველოს საამაყო შვილი!
ქალბატონო ნონა, ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და გამარჯვებას გისურვებთ!
SOS!!!
15 ნოემბერი 2022 17:16
0
ქართველი- ქალი ლეგენდა, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო. წარმატებები და ჯანმრთელი სიცოცხლე ქალბატონ ნონას.
მარი
15 ნოემბერი 2022 15:36
0
ბრწყინვალე და მსოფლოს ქართველი ლეგენდა ქალბატონი. ჯანმრთველობა და წარმატებები მას.
გაიოზ გოშაძე
15 ნოემბერი 2022 13:38
0
ბრწყინვალე და მსოფლოს ქართველი ლეგენდა ქალბატონი.
გაიოზ გოშაძე
15 ნოემბერი 2022 13:28
0
წარმატებები.
ტარასა
15 ნოემბერი 2022 12:52
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული