13:20 16-02-2018
ზამთრის ოლიმპიადა 2018: ნინო წიკლაურმა სლალომში 39-ე ადგილი დაიკავა [VIDEO]
AutoSharing Option
წიკლაურმა პირველი დისტანცია 55.88 წამში დაფარა, ხოლო მეორე ცდაზე დრო გააუმჯობესა და დისტანცია 55.74 წამში დაფარა. საერთო ჯამში, წიკლაურმა ორივე დისტანცია 1:51:62 წუთში დაფარა და ამ მაჩვენებლით 39-ე ადგილზე გავიდა.
ქართველი სპორტსმენი პირველ პოზიციაზე გასულ შვედ ფრიდა ჰენსდოთერს 12.99 წამით ჩამორჩა.
აღსანიშნავია, რომ სლალომში ეს წიკლაურისთვის საუკეთესო შედეგია ოლიმპიურ თამაშებზე. ვანკუვერის ოლიმპიადაზე მაშინ ნინომ 50-ე ადგილი დაიკავა, ხოლო სოჭში დისტანცია ვერ დაასრულა.
ქართველი სპორტსმენისთვის ეს ბოლო გამოსვლა იყო ოლიმპიადაზე. გიგანტურ სლალომში ასპარეზობა წიკლაურმა 46-ე ადგილზე დაასრულა, რაც ასევე საუკეთესო შედეგებია მისთვის ოლიმპიადებზე, სოჭის ოლიმპიადაზე გიგანტურ სლალომში მან 49-ე ადგილი დაიკავა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული