მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ავსტრალიაში დაიხრჩო

AutoSharing Option
ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი სნოუბორდში, ავსტრალიელი ალექს ფულინი ოკეანის სანაპიროსთან დაიღუპა.

32 წლის სპორტსმენი ქალაქ გოლდ-ქოსთის ახლოს, წყალქვეშა ნადირობის დროს ერთ-ერთ ხელოვნურ კლდესთან დაიხრჩო. მისი ჩაძირვა მეორე მყვინთავს არ გამორჩენია და სპორტსმენი ნაპირზე ამოიყვანეს, თუმცა ის უკვე გარდაცვლილი იყო.

ფულინმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ორჯერ - 2011 და 2013 წლებში მოიპოვა, 2017 წელს კი ვერცხლის მედალი მოიგო. 2014 წელს, სოჭში გამართულ ოლიმპიადაზე ალექსი ავსტრალიის გუნდის სახე და წარმდგენი იყო.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული