საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრები 2014 და 2016 წლებში ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებში მონაწილეობდა.

წლეულს კონტინენტის 33-ე პირველობას, 14-28 ივლისს ბარსელონა უმასპინძლებს. დასკვნით რაუნდში თამაშის უფლება წინა ჩემპიონატიდან მოპოვებული აქვთ სერბეთს, ხორვატიას, უნგრეთს, საბერძნეთს, იტალიას, რუსეთს, მონტენეგროსა და ესპანეთს.

დანარჩენი რვა გუნდის ვინაობას პლეი-ოფები დაასახელებს. საგზურის მაძიებელთა შორისაა საქართველოს ნაკრებიც, რომელმაც შაბათს "ოლიმპიკის" აუზში ისრაელის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა.

საქართველო-ისრაელი 12:1

5:0, 2:0, 2:0, 3:1

საქართველო: შუბლაძე, ქავთარაძე (1), რუსიშვილი, იმნაიშვილი, ბითაძე (2), ელაჩა (3), ჯახაია (1), ბაღათურია (1), რურუა (1), გეგელაშვილი, მაგრაქველიძე (3), მესხი, რაზმაძე

ისრაელი: მალკისი, შაჰამი, გროსი, ი. კერემი, კონევი, ო. კერემი, ფრედი, ჰაპარი, კოტერი, ზონანშტერნი (1), გრუნდლინდი, ფირი, მწვრთნელი ბარდიჩი

ქართველ წყალბურთელთა უპირატესობა პირველი წუთებიდანვე გამოჩნდა. ანგარიში 24-ე წამზე ანდრია ბითაძემ გახსნა, შემდეგ ზურაბ რურუამ, გიორგი მაგრაქველიძემ (ორჯერ) და მიხეილ ბაღათურიამ შვიდამდე გაზარდეს ანგარიშში სხვაობა.

დანარჩენი სამი პერიოდიც მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და მათ მატჩი 11-ბურთიანი სხვაობით მოიგეს. განმეორებითი შეხვედრისთვის, რომელიც 3 მარტს ისრაელში გაიმართება, ეს სოლიდური მარაგია. ორი პაექრობის ჯამით უკეთესი გუნდი ბარსელონის ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებს.

- ანგარიში სავსებით დამაკმაყოფილებელია, - გვითხრა ჩვენებურთა თავკაცმა რევაზ ჩომახიძემ. - ისრაელში განმეორებითი პაექრობის შემდეგ, ვფიქრობ, ევროპის ჩემპიონატის დასკვნით რაუნდში ზედიზედ მესამედ თამაშის უფლების მოპოვება არ უნდა გაგვიჭირდეს. რაც შეეხება მატჩს, დაცვაში კარგად ვითამაშეთ, ამიტომაც მეტოქემ მხოლოდ ერთხელ აიღო ჩვენი კარი. სამაგიეროდ, ბიჭების ფიზიკური მომზადება და სისწრაფე არ მომეწონა. შესაძლოა, ნაკლები ბურთი გაიტანო, მაგრამ თამაშის მაღალი ხარისხი აჩვენო, რასაც ამ ორთაბრძოლაზე ვერ ვიტყვი. მართალია, ახალგაზრდული გუნდი გვყავს, ჯერ გამოცდილება გვაკლია, მაგრამ ეს შეღავათი არ არის - ჩემპიონატის ფინალში თამაში თუ გინდა, სათანადოდ მომზადებულიც უნდა იყო. ვეცდებით, ხარვეზები გამოვასწოროთ და ქომაგები არ გავაწბილოთ...

შაბათს პლეი-ოფის დანარჩენი შეხვედრები ასე დასრულდა: საფრანგეთი-შვეიცარია 18:1, რუმინეთი-ჩეხეთი 20:5, პოლონეთი-გერმანია 2:21. ჰოლანდია-ლიტვა 26:7, პორტუგალია-სლოვაკეთი 4:16, ბელორუსი-მალტა 8:7, უკრაიანა-თურქეთი 8:8.

ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრებიც 3 მარტს გაიმართება. ანგარიშებიდან გამომდინარე, პირველ 6 წყვილში გამარჯვებული, ფაქტობრივად, ცნობილია. ბოლო ორში კი, ალბათ, ბრძოლაა მოსალოდნელი, მაგრამ მაინც გვგონია, რომ ამ მატჩების მომავალ მასპინძლებს წარმატების მეტი შანსი აქვთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მიშა63
ისრაელიდან მატჩის ტრანსლაცია იგეგმება ???
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
"შავი ლომი" | შემადგენლობა სამხრეთ აფრიკის ჩემპიონთან
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
"რეალისა" და "ბაიერნის" ყოფილი მცველი გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდება
"ვფიქრობ, კერიკი თავს მოტყუებულად გრძნობს" - პოლ სქოულზი
დუდუ დადიანის მემორიალი კსუ-კავკასიამ მეორედ მოიგო
"შავი ლომი" | ორ დღეში "თბილისის თასი 2026" იწყება
U21 | შეკრების მეორე დღე და ცვლილება შემადგენლობაში
სრული შემადგენლობით - ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს
სკალონი არგენტინის ნაკრებთან კონტრაქტს გააგრძელებს
ტრავმირებული ვალვედე ორი კვირა იუქმებს
"თითქოს ის "კვარა" საერთოდ არ არის" - როტენს სანაკრებო პაუზის შემდეგ ძველი ხვიჩას ნახვის იმედი აქვს
რექსაჩი: "ბარსელონასთვის" კონკურენციის გაწევა მხოლოდ პსჟ-ს შეუძლია
კვერნაძით, რომლის ფასი გაორმაგდა, "რომა", "ნაპოლი" და პრემიერლიგის კლუბი დაინტერესდა
ვის უნდა მისცენ “ოქროს ბურთი”? - ფერან ტორესმა თავისი აზრი დააფიქსირა
დაბრუნება სამშობლოში უკვე ზამთარში? - ჩალჰანოღლუს სტამბოლში უხმობენ
რა სასჯელი დაეკისრება "მარსელს"? - პსჟ-ისთან მატჩის შემდეგ გამოძიება დაწყებულია
"COVID 19-ის ვაქცინასთან დაკავშირებით ეჭვები მქონდა, სერთიფიკატი გავაყალბე" - ჯაკას 2022 წელს მომხდარი ამბის გამო, ნაკრების დატოვება მოუწია
"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო
"ცნობილმა ფეხბურთელმა ერთი ღამის სანაცვლოდ 100 000 ფრანკი შემომთავაზა, ჩემი პასუხი კი ასეთი იყო..." - ალიშა ლემანი
"ბარსელონაში" ტრანსფერზე უარი სწორედ ამიტომ ვთქვი" - ნიკო უილიამსი
რუსეთი VS საქართველო - ყაზანში რევანშის ასაღებად
საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრები რუსეთთან დამარცხდა [VIDEO]
წყალბურთი. რუსეთი-საქართველო [LIVE]
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუსეთთან დამარცხდა
საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრები მსოფლიო ლიგის გათამაშებაში ითამაშებს
მსოფლიო ლიგა: საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრები ყაზანში გაემგზავრა