22 ოქტომბერს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების მეტოქეები D ჯგუფში საფრანგეთი, იტალია და საბერძნეთი იქნებიან.
A ჯგუფი: სლოვაკეთი, გერმანია, ხორვატია, მონტენეგრო
B ჯგუფი: რუმინეთი, სერბეთი, ჰოლანდია, რუსეთი
C ჯგუფი: მალტა, თურქეთი, ესპანეთი, უნგრეთი
ჯგუფებში გამარჯვებულები მეოთხედფინალში გავლენ, ხოლო მეორე და მესამე ადგილოსნები პლეი-ოფში ითამაშებენ.
საქართველოს ეროვნული გუნდი ევროპირველობაზე ზედიზედ მეოთხედ იასპარეზებს. ტურნირს 12-26 იანვარს ბუდაპეშტი უმასპინძლებს.
ჩვენი გუნდი 14 იანვარს საფრანგეთს შეხვდება, 16 იანვარს - საბერძნეთს, 18 იანვარს კი - იტალიას.