საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები დრამატულ მატჩში რუსეთთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
20 იანვარს, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე რუსეთთან 13:14 დამარცხდა.

მატჩის წინ ჩვენი გუნდის წევრები ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილნი. მიხეილ ბაღათურიამ თქვა, რომ მართალია, რუსეთი რეიტინგით უფრო წინაა, მაგრამ თავს შეაკლავდნენ და გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებდნენ.

პირველი მეოთხედი რუსებმა 6:4 მოიგეს, შემდეგ უპირატესობა გაზარდეს და პირველი ტაიმი 6:9 წავაგეთ. ისინი კარგად იყენებდნენ რიცხობრივ უპირატესობას და კარგად ურტყამდნენ კარში შორიდან. მესამე პერიოდის დასაწისში მეტოქე 4 ბურთით დაწინაურდა, მაგრამ ჩვენმა გუნდმა მოახერხა ჩამორჩენის შემცირება - 10:11. დასკვნით მეოთხედში მოწინააღმდეგე 3-ბურთიანი უპირატესობით გაიჭრა
წინ, თუმცა საქართველოს ნაკრებმა ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება შეძლო, ბოლო შეტევა კი ვერ გამოიყენა და დრამატულ მატჩში დამარცხდა.

ჩვენი გუნდიდან გოლები ცრეპულიამ (2), მაგრაქველიძემ, ბარალდიმ (3), რურუამ (2), ელაჩამ (3) და ვაპენსკიმ გაიტანეს.



საქართველოს ნაკრები ტურნირზე მეცხრე-მეთორმეტე ადგილისთვის გააგრძელებს ბრძოლას - 22 იანვარს, პირველ შეხვედრას თურქეთთან ჩატარებს.

ჯგუფურ ეტაპზე ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა საფრანგეთს სძლია (9:7), შემდეგ კი საბერძნეთთან (10:17) და იტალიასთან (6:18) წააგო.

მკითხველის კომენტარები / 11 /
არაუშავს. რუსეთი ჩვენზე 100-ჯერ დიდია რიცხობრივადაც და ტერიტორიითაც. ასეთი უშეღავათო და თავგანწირული ბრძოლა აუცილებლად გამოიღებს შედეგს.
mmm
21 იანვარი 2020 10:26
1
მსაჯებს დავუჩაგრივართ, ხალხო. თორემ თქვენ ხომ მაინც იცით რომ ჩვენი მომრევი არსად არასდროს არავინ დაბადებულა.
Odala
21 იანვარი 2020 10:19
5
დღეს ყველაფერი კეთდება დინამიკაში, მოძრაობაში სისწრაფეში. სპორტის გუნდურ სახეობებში ამ მხრის სერიოზული პრობლემები გვაქვს. არავითარი, კოორდინირებული მოძრაობა, ყველაფერი კეთდება სტატიკაში. ხელბურთელები იქნებიან, ფეხბურთელები, კალათბურთელები თუ წყალბურთელები - ძირითადად დგანან ერთ ადგილას უმოძრაოდ. არავითარი გახსნა, გადადგილება თავისუფალი ხელსაყრელი პოზიციისკენ. შესაბამისად გვიჭირს მეტოქის კართან მიახლოება და იძულებულები ვხდებით შორიდან შევუტიოთ. ასე იყო ხელბურთში და ასე იყო წყალბურთშიც. ამ კომპონენტს თუ გამოვასწორებთ, დარწმუნებული ვარ, რუსეთსაც დავძლევდით და ფინეთსაც ხელბურთში.
თენგაბი
21 იანვარი 2020 09:34
0
წყალბურთში არ ვარ გამოცდილი გულშემატკივარი და იქნებ ვინმემ ამიხსნათ ბოლოს 13:14-ზე როცა ჩვენმა მეკარემ სასწაული ბურთი მოიგერია, რატომ გავიდა ჩვენი დრო ისე რომ კარამდე ვერ მივაღწიეთ და მერე შორიდან სროლის მეტი შანსი არ დაგვრჩა. დაღლილობა იყო?
???
21 იანვარი 2020 08:53
1
ცოტა კომპეტენტურები იყავით რასაც წერთ.ავტომატურად ვერანაირად ვერ მოვხვდებოდით მსოფლიოზე რომ მოგვეგო. და ერთიც უნდა ვთქვა.სად ნახულობენ ამ უვიც კომენტატორებს.აზრზე არ არიან წყალბურთის წესების და ბოდიალობენ რაღაცას.ხომ სეიზლება რეპორტაჟის დროს სტუდიაში ყოფილი წყალბურთელი მიიწვიონ,თორემ მართლა სამარცხვინოები არიან
დუდუ
21 იანვარი 2020 01:56
0
რაგბისტები ან კალათბურთელები თუ უზით ხოლმე შესაბამისი სპორტის ტრანსლაციისას ხომ რას ამბობ :) ჩასვრილია ქვეყანა ზოგადად ყველაფერში. ხალხმა საკუთარ ენაზე წერა და საუბარი არ იცის.
Odala
21 იანვარი 2020 10:15
1
ევროკავშირი და ნატო დიდად შეშფოთებულია
Dato
21 იანვარი 2020 00:59
11
ბოლო წუთებში გულის შეტევას მაგრად გადავურჩი ისე ვინერვიულე. არაუშავს ბიჭებო მადლობა თავდადებისთვის!
elsa
20 იანვარი 2020 21:57
5
და რატომ? რუსეთის ნაკრები რომაა იმიტომ? ნეტავ ყველასთვის მოეგოთ და მარტო რუსებთან წაეგოთ
დავით
21 იანვარი 2020 00:22
13
სათაურებს კარგად ჯღაბნით-"20იანვარს ომი რუსეთთან"
გრიგოლ1408
20 იანვარი 2020 21:52
14
არუშავს წავეგეთ რუსეთან მაგრამ კარგად ვითამაშეთ და მომავალში წარმატებები ბიდჭებს
გიგი
20 იანვარი 2020 21:46
8

სიახლეები პოპულარული