
18 იანვარს, ბუდაპეშტში მიმდინარე წყალბურთის ევროპირველობაზე საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონ იტალიასთან 6:18 დამარცხდა.
ჩვენი გუნდიდან გოლები მაგრაქველიძემ (2), ცრეპულიამ, რურუამ, ბითაძემ და ჯახაიამ გაიტანეს.
ჩვენმა გუნდმა აქამდე D ჯგუფში საფრანგეთს სძლია (9:7), საბერძნეთთან წააგო (10:17), მესამე ადგილზე გასვლით პროგრამა-მინიმუმი შეასრულა და საუკეთესო 8 გუნდში მოსახვედრად 20 იანვარს უდიდესი ალბათობით რუსეთს შეხვდება.
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები საბერძნეთთან 10:17 დამარცხდა [VIDEO]
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობაზე საფრანგეთს სძლია! [VIDEO]