კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თამაში დაგვრჩა - ქართველი წყალბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის კომენტარი თურქეთის დამარცხების შემდეგ

AutoSharing Option
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თურქეთის ნაკრები დაამარცხა (12:6) და კონტინენტის 10 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.

აღნიშნული მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და მოთამაშეებმა "პირველ არხთან" კომენტარი გააკეთეს.


რევაზ ჩომახიძე, საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი: "ძალიან რთული იყო ჩვენი მოთამაშეებისთვის ეს შეხვედრა, რადგან ფავორიტები ვიყავით. თუმცა მოახერხეს და ეს ფავორიტობა ეჭვის ქვეშ არ დამდგარა. მთავარია, კონცენტრაცია არ დავკარგოთ და საქმეს ბოლომდე პროფესიონალურად მივუდგეთ. შედეგი მიღწეულია, 10 საუკეთესო გუნდში ვართ და გერმანიასთან გასამართი ძალიან მნიშვნელოვანი თამაშისათვის მოვემზადებით".

გიორგი მაგრაქველიძე
: "არ იყო ადვილი თამაში. მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ბოლოსწინა შეხვედრა იყო. აქედან გამომდინარე, ბიჭები მაქსიმალურად ვეცადეთ, თურქეთის წინააღმდეგ მობილიზებულები გამოვსულიყავით და საბედნიეროდ, ჩვენი თამაშის ხარისხი მატჩსა და ანგარიშზე აისახა. ვულოცავ საქართველოს ნაკრების ყველა გულშემატკივარს ამ ისტორიულ შედეგს და ბოლო შეხვედრაშიც მოგებასა და მე-9 ადგილზე გასვლას შევეცდებით".


ბორის ვაპენსკი: "პირველ რიგში, მადლობა მინდა გადაგიხადოთ. შედეგით კმაყოფილები ვართ, კარგი შეხვედრა ჩავატარეთ. მოხარული ვარ, რომ რუსეთთან განცდილი დასანანი მარცხის შემდეგ მობილიზება მოვახერხეთ და დამაჯერებლად გავიმარჯვეთ. მთავარი მიზნის, მე-9 ადგილის დაკავებისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგით. ახლა ძალიან გახარებულები ვართ და იმედი მაქვს, პარასკევსაც ასეთივე განწყობაზე ვიქნებით".

საქართველოს ნაკრებს მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 1 მატჩი დარჩა ჩასატარებელი. ხვალ, პარასკევს, 24 იანვარს, ქართველი წყალბურთელები მე-9 ადგილისთვის ბრძოლაში გერმანიის გუნდს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას "პირველი არხი" შემოგვთავაზებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული