ისტორიული შედეგი ევროპის ჩემპიონატზე - ქართველმა წყალბურთელებმა თურქეთი დაამარცხეს! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფოტო: facebook.com/georgianaquaticsportsnationalfederation

22 იანვარს, ევროპის ჩემპიონატზე გამართულ შეხვედრაში საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა თურქეთის ეროვნული გუნდი დაამარცხა და მე-9 ადგილისთვის იბრძოლებს.

ქართველმა წყალბურთელებმა ჩვენი სამხრეთ-დასავლელი მეზობელი 6 ბურთის სხვაობით დაამარცხეს - 12:6. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 3-3 გოლი მიხეილ ბაღათურიამ და ანდრია ბითაძემ გაიტანეს, დუბლი შეასრულა ხვიჩა ჯახაიამ, ხოლო 1-1 გოლი დამირ ცრეპულიამ, რევაზ იმნაიშვილმა, გიორგი მაგრაქველიძემ და ბორის ვაპენსკიმ გაიტანეს.

ჩვენი ნაკრების მეტოქე გერმანია იქნება.

მე-9-მე-10 ადგილებისთვის მატჩს საქართველოს წყალბურთელთა გუნდი 24 იანვარს გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

როგორც უნდა
დასრულდეს ის შეხვედრა, საქართველოს ნაკრებმა ბუდაპეშტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი გუნდის ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
გილოცავთ!!! გაგიმარჯოთ!!! გმადლობთ საქართველოს გახარებისთვის!!!
tngh
12:52 23-01-2020
0
თქვენ გენაცვალეთ . პირველობაც მოგეგოთ. ძალიან მიხარია ამ სახეობაშიც რომ თან და თან ძლიერდება საქართველოს ნაკრები.
ფიგურილ სრიალშიც იჩინა თავი საქართველომ ალბათ ამ სახეობებშიც დავიპყრობთ პირველობას ისევე როგორც ჭიდაობაში,სუმოში , მძიმე წონის აზიდვაში.
ძალიან გამიხარდა ძალიან.
თამარი
06:50 23-01-2020
0

სიახლეები პოპულარული