ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წყალბურთში საქართველოს ნაკრები გერმანიის ეროვნულ გუნდთან 1 ბურთის სხვაობით დამარცხდა და მე-10 პოზიცია დაიკავა.
პირველი მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა 3:2 მოიგო. მეორე მეოთხედში გერმანელებს 2:0 ვაჯობეთ. მესამე მეოთხედი ქართველმა წყალბურთელებმა 2:3 დათმეს, ბოლო მეოთხედი კი 1:4 წავაგეთ და საბოლოოდ დავმარცხდით კიდეც - 8:9. აღსანიშნავია, რომ მესამე მეოთხედის ბოლო წუთიდან მატჩის დასასრულამდე გერმანიამ 6:1 გვაჯობა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან ორი გოლი ბორის ვაპენსკიმ გაიტანა. 1-1 გოლი დამირ ცრეპულიამ, რევაზ იმნაიშვილმა, მიხეილ ბაღათურიამ, ზურაბ რურუამ, გიორგი მაგრაქველიძემ და ანდრია ბითაძემ გაიტანეს.
საქართველოს ნაკრებმა მე-10 ადგილის დაკავებით საკუთარ ისტორიაში საუკეთესო შედეგს მიაღწია.