საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ოლიმპიადის საკვალიფიკაციოზე დაუშვეს

AutoSharing Option
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ოლიმპიადის საკვალიფიკაციოზე დაუშვეს, - ეს სასიხარულო ინფორმაცია lelo.ge-მ გაავრცელა:

"საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნულ ფედერაციაში სასიხარულო ცნობა მოვიდა - საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ფედერაციამ საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრები 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირში ოფიციალურად მიიწვია.

- ეს შეჯიბრება 20-26 მარტს ჰოლანდიურ როტერდამში გაიმართება, - გვითხრა საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რევაზ ჩომახიძემ. - ტოკიოს ოლიმპიადის სამ ან ოთხ საგზურს (ბოლომდე არ არის დაზუსტებული) მსოფლიოს 12 გუნდი გაითამაშებს. ესენი არიან: კანადა, ბრაზილია, ირანი, ყაზახეთი, მონტენეგრო, საბერძნეთი, ხორვატია,
რუსეთი, საქართველო, გერმანია, ჰოლანდია და რუმინეთი ან აფრიკის რომელიმე გუნდი. ჯგუფური ეტაპის წილისყრა 20 თებერვალს გაიმართება და მეტოქეთა ვინაობასთან ერთად შეჯიბრების ფორმატიც ზუსტად გვეცოდინება".

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეტყობა მაგ ფედერაციაშიც დიდი ბარდაკია.შეჯიბრის დამთავრების შემდეგ დებულების შეცვლა,წესით ნონსენსია,მაგრამ ჩვენთვის შესანიშნავი დაშვებაა.თუ ოთხი გუნდი გაუშვეს,საკმაოდ კარგი შანსი გვექნება.მონტენეგროს,ხორვატიას და საბერძნეთს,სამი საგზური გარანტირებულად შეხვდებათ.ისე რუსეთთან და გერმანიასთან უფრო ფსიქოლოგიურად არ აღმოვჩნდით მზად გამარჯვებისათვის,ვიდერე კლასით,ან ფიზიკური მომზადებით.ახლა განსხვავებული სიტუაცია გვექნება,უკვე ვიცით,რომ მათი დამარცხების ძალა შეგვწევს.
სოსო
00:49 31-01-2020
1

სიახლეები პოპულარული