თბილისის "დინამოს" წყალბურთელთა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე მიჯრით მეცხრე მარცხი განიცადა.
"დინამო" გერმანიაში "ჰანოვერთან" 6:3 დაწინაურდა, მაგრამ მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა და 14:18 წააგო.
"დინამოდან" გოლები ბორის ვაპენსკიმ (4), მარკო ელაჩამ (3), ხვიჩა ჯახაიამ (2), დამირ ცრეპულიამ, რევაზ იმნაიშვილმა, სანდრო ადეიშვილმა, ზურაბ რურუამ და ნიკა შუშიაშვილმა გაიტანეს.
"დინამომ" B ჯგუფში ცხრავე მატჩი წააგო და 3 მარტს "მარსელს" უმასპინძლებს.