თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგაზე "ჰანოვერთან" დამარცხდა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" წყალბურთელთა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე მიჯრით მეცხრე მარცხი განიცადა.

"დინამო" გერმანიაში "ჰანოვერთან" 6:3 დაწინაურდა, მაგრამ მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა და 14:18 წააგო.

"დინამოდან" გოლები ბორის ვაპენსკიმ (4), მარკო ელაჩამ (3), ხვიჩა ჯახაიამ (2), დამირ ცრეპულიამ, რევაზ იმნაიშვილმა, სანდრო ადეიშვილმა, ზურაბ რურუამ და ნიკა შუშიაშვილმა გაიტანეს.

"დინამომ" B ჯგუფში ცხრავე მატჩი წააგო და 3 მარტს "მარსელს" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ნაკრებისთვის საბაზო კლუბის შექმნა კარგია, მარა მთლად ასე ყველა ნაკრების წევრის ერთთად თავმოყრა არა მგონია სწორი იყოს, რამდენიმე მაინც უნდა გაუშვათ უცხოეთის ძლიერ კლუბებში, რომ ნაკრებში მეტი გამოცდილება და სიახლე შემოიტანონ.
0
მხოლოდ ამ მატჩში მქონდა გამარჯვების იმედი.სამწუხაროა.თუმცა ეს ტურნირი,ძალიან სასარგებლოა ჩვენი ბიჭებისათვის
სოსო
11:57 22-02-2020
0

სიახლეები პოპულარული