3 მარტს თბილისის "ოლიმპიკის" აუზში ჩემპიონთა ლიგის მატჩი "დინამოსა" და "მარსელს" შორის, კორონავირუსის გამო მაყურებლების გარეშე ჩატარდება, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციამ თავისი "ფეისბუქის" გვერდით გაავრცელა:
"ძვირფასო გულშემატკივრებო,
ბოლო დროს, მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, რაც დაკავშირებულია კორონავირუსის გავრცელების მაღალ რისკებთან, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან მიღებული რეკომენდაციის საფუძველზე, მიღებულია ერთობლივი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, 3 მარტს გასამართი წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მორიგი ტურის მატჩი თბილისის "დინამოსა" და ფრანგულ კლუბ "მარსელს" შორის, საცურაო
აუზ "ოლიმპიკში" ჩატარდეს მაყურებლების გარეშე".
ბოლო დროს, მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, რაც დაკავშირებულია კორონავირუსის გავრცელების მაღალ რისკებთან, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან მიღებული რეკომენდაციის საფუძველზე, მიღებულია ერთობლივი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, 3 მარტს გასამართი წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მორიგი ტურის მატჩი თბილისის "დინამოსა" და ფრანგულ კლუბ "მარსელს" შორის, საცურაო
არადა, 26 მარტს საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩში ბელარუსს მასპინძლობს და თუ ვითარება არ შეიცვალა, არაა გამორიცხული, ეს ისტორიული დაპირისპირებაც მაყურებლების გარეშე გაიმართოს.