თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგაზე ისევ იასპარეზებს!

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/pg/wpcdinamo

თბილისის "დინამო" წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე მომავალ წელსაც იასპარეზებს. ცნობა ამის შესახებ საწყლოსნო სპორტის სახეობათა ევროპული ლიგის საიტზე გამოქვეყნდა.

აღსანიშნავია, რომ შარშანდელ წელთან შედარებით, წლევანდელ სეზონში 16-ის ნაცვლად 12 გუნდი იასპარეზებს და მათ შორის თბილისური კლუბიც იქნება.

"დინამომ" კიდევ 9 გუნდთან ერთად მიიღო "უაილდ ქარდი", რაც ნიშნავს, რომ მომავალ წელს გარანტირებულად ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. კიდევ ორი გუნდი შეჯიბრებას საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაემატება.

შეჯიბრება კი 11 ნოემბერს დაიწყება და 12 გუნდი 2 ქვეჯგუფად იქნება გაყოფილი. ჯგუფებიდან 4-4 საუკეთესო გუნდი
კი "რვათა ფინალში" მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ჰანოვერში გაიმართება.

ამ სეზონში "დინამომ" ჩემპიონთა ლიგაზე 10 მატჩი გამართა და პირველ გამარჯვებას ბოლო შეხვედრაში, 3 მარტს, "მარსელთან" მიაღწია - 15:12. აღნიშნული მატჩი კორონავირუსის პანდემიის გამო მაყურებელთა გარეშე ჩატარდა. "დინამოს" 4 მატჩი ჰქონდა კიდევ გასამართი, თუმცა შეჯიბრება შეწყდა და არავინ იცის, რა ფორმით გაგრძელდა/დამთავრდება.

მომზადებულია total-waterpolo.com-ის მიხედვით





მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული