
როტერდამში დაიწყო ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ეტაპი წყალბურთში, სადაც ტოკიოს 3 საგზურისთვის 12 გუნდი იბრძვის.
საქართველოს ნაკრები პირველ ტურში მინიმალური ანგრიშით, 10:11 დამარცხდა საბერძნეთის ძლიერ გუნდთან.
ჩვენი გუნდიდან გოლები ელაჩამ (4), ბარალდიმ (2), ვაპენსკიმ (2), დადვანმა და შუშიაშვილმა გაიტანეს.
A ჯგუფში საქართველოს ნაკრები 2 საგზურისთვის საბერძნეთთან, მონტენეგროსთან, ბრაზილიასთან, კანადასთან და თურქეთთან ერთად იბრძვის.
16 თებერვალს ჩვენი გუნდი კანადას შეხვდება.