ტოკიო 2020. საქართველოს ნაკრებმა ბრაზილიას მოუგო და პლეი-ოფში გავიდა

AutoSharing Option
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრებმა ბრაზილია 12:8 დაამარცხა და პლეი-ოფის საგზური გაინაღდა.

ჩვენი გუნდიდან გოლები შუშიაშვილმა (3), ელეზიმ (3), ვაპენსკიმ (2), ბარალდიმ (2), იელაჩამ და ჯახაიამ გაიტანეს.

საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან 10:11 დამარცხდა; შემდეგ ტექნიკური გამარჯვება ჩაეთვალა, რადგან თურქეთის გუნდი კორონავირუსის გამო ვერ გამოცხადდა; კანადას კი 14:11 სძლია.

პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე ჯგუფური ტურნირის დასრულების შემდეგ გაირკვევა.

18 თებერვალს, ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ ტურში, ჩვენი გუნდი ლიდერ მონტენეგროს შეხვდება. შეგახსენებთ, ტოკიოს საგზურს სამი საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს.

2020. საქართველოს ნაკრებმა ბრაზილიას მოუგო და პლეი-ოფში გავიდა" style="height: 50px; width: 50px;" />ტოკიო 2020. საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა კანადას სძლია
მკითხველის კომენტარები / 7 /
და რო დაწეროთ რა სპორტზეა საუბარი არა?
ვინც არ ვიცით ვიმკითხაოთ?
ბექა
12:44 18-02-2021
5
სამწუხაროდ გლობალიზაციამ ქართულ სპორტშიც შემოაღწია. სპორტი თანდათან კარგავს ნაციონალურ სახეს და უფრო კომერციას ემსგავსება-ცნობილი სპორტსმენი მიდის იქ, სადაც მეტს გადაუხდიან! ეს ტენდენცია იგრძნობა ქართულ ფეხბურთში და კალათბურთშიც!ქართულ წყალბურთში მე როგორც ქართველს ახალი ისელიძეები და ტუკვაძეები მინდა ვნახო!!!
შადიმან ბიწაძე
12:41 18-02-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული