22:1 პოლონეთთან და საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ზედიზედ მეხუთედ იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატზე

AutoSharing Option
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა თბილისში, ევროპის 2022-ის შესარჩევ ეტაპზე, B ჯგუფში, მეორე ტურში პოლონეთი 22:1 დაამარცხა და ზედიზედ მეხუთედ იასპარეზებს კონტინენტის პირველობაზე.

ჩვენი გუნდიდან 3-3 გოლი ვალიკო დადვანმა, ნიკა შუშიაშვილმა, იოვან სარიჩმა და რევაზ იმნაიშვილმა გაიტანეს, ხოლო 2-2 დუშან ვაშიჩმა, ხვიჩა ჯახაიამ და ბორის ვაპენსკიმ.

შეგახსენებთ, პირველ ტურში დეიან სტანოიევიჩის გუნდმა ბელარუსს 25:5 სძლია, სლოვაკეთთან ერთად ჯგუფის ლიდერია და ამ გუნდს 20 თებერვალს, მესამე ტურში, ფაქტიურად პირველი ადგილისთვის მატჩში შეხვდება.

ევროპირველობა 27 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე ხორვატიაში ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული