ნინო სალუქვაძეს ბაქოში სპორტული პისტოლეტით სროლაში ფინალამდე 3-იოდე ქულა დააკლდა
ბაქოში გრძელდება ევროპის ჩემპიონატი სროლის სახეობებში, რომელშიც ჩვენები წარუმატებლად გამოდიან.

ქართველთაგან ყველაზე უკეთ ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის სამგზის გამარჯვებული ნინო სალუქვაძე გაისარჯა, ვისაც სპორტული პისტოლეტით სროლაში ფინალამდე 3-იოდე ქულა დააკლდა: 579 ქულით მე-11 ადგილზე გავიდა.

ქალებშიც და ვაჟებშიც საკვალიფიკაციო ეტაპი ორ დღეზე გადანაწილდა. სალუქვაძემ პირველად საკმაოდ კარგად ისროლა: პირველ სერიაში 98 ქულა დააგროვა, მომდევნო ორი 96-ით დაამთავრა და 290 ჯამური ქულით მე-7 ადგილზე იყო. სამწუხაროდ, მეორე დღეს ძალიან სუსტად დაიწყო გამოსვლა და პირველი სერია ჩააგდო - 91.

სავარაუდოდ, ტექნიკური პრობლემა იყო და ამან გამოიწვია ასეთი შედეგი, თორემ მომდევნო ორში ჩვენმა ლიდერმა მხოლოდ თითო გასროლა ააცილა ათიანს, ეს სერიები 99-99 ქულით დაამთავრა, მაგრამ ფინალურ ოქტეტში შესასვლელად არ ეყო. მან ჯამში 579 ქულა დააგროვა და, როგორც გითხარით, მე-11 ადგილზე გავიდა. ფინალში გამსვლელი ქულა 582 აღმოჩნდა, რისი რესურსიც სალუქვაძეს ნამდვილად ჰქონდა მეოთხე სერიაში...

ევროპის ჩემპიონი რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი ამავე დისტანციაზე, გერმანელი მონიკა კარში გახდა 39 ქულით. ბევრისთვის მოულოდნელად, ვერცხლი პოლონელმა კლაუდია ბრესმა მოიპოვა 33-ით, ბრინჯაოს კი 29-ით ბულგარელთა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი მარია გროზდევა დაეუფლა.

სამწუხაროდ, ჩვენები სუსტად გამოვიდნენ მსოფლიოს მესამე ახალგაზრდული ოლიმპიადის შესარჩევ შეჯიბრებაში, რომელიც ამავე ტურნირის ფარგლებში ჩატარდა, ოღონდ - პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში. იქ ორი მონაწილე გვყავდა, თუმცა ფინალში ვერ გავიდნენ და უსაგზუროდ დარჩნენ, რადგან ლიცენზიას მხოლოდ საპრიზო სამეულში შესვლა იძლეოდა.

ჩვენი დუეტიდან უფრო უკეთ ახალგაზრდებში ევროპის ვიცე-ჩემპიონმა ნინო ხუციბერიძემ ისროლა - 369 ქულით მე-13 ადგილზე გავიდა. ესეც არაა დიდი შედეგი და ნინოს მეტიც შეუძლია, მაგრამ განსაკუთრებით დასანანი ლიზი კილაძის გამოსვლაა: 364 ქულა და მე-20 ადგილი. არადა, მისი პირადი რეკორდი 386-ია. მართალია, ეს შედეგი ერთხელ აჩვენა და მეტად ვერა, თუმცა 377-378-ის ფარგლებში სტაბილურად იყო დამკვიდრებული, ახლა კი ამ ნიშნულსაც საგრძნობლად ჩამორჩა.

ფედერაციამ რაღაც თუ არ იღონა, გაისადაც დავრჩებით ახალგაზრდული ოლიმპიადის ლიცენზიის გარეშე. გაისად არგენტინაში გასამართავი ამ შეჯიბრების საგზურები მიიღეს რუსმა ნადეჟდა კოლოდამ, ფრანგმა კამილე იედრჟევსკიმ და იტალიელმა ჯულია კამპოსტრინიმ, საკვალიფიკაციო ეტაპის მომგები რუმინელი, ოლიმპიადის თანამოსახელე დარია-ოლიმპია ჰარისტიადე კი ოლიმპიადის საგზურის გარეშე დარჩა.

ევროპის ჩემპიონატში გუშინ მესტენდური ვაჟებიც ჩაებნენ, რომლებმაც ამჯერად მრგვალ სტენდზე ისროლეს, თუმცა საკვალიფიკაციო ეტაპის მხოლოდ ნაწილია ჩატარებული, 3 სერია. ჩვენებურთაგან ჯერჯერობით ყველაზე უკეთ თენგიზ იმნაიშვილი გამოდის, ვინც 64 ქულით 50-ეა: 19, 22 და 23 ქულა. მას ორი ქულით ჩამორჩება ვლადიმერ ნარჩემაშვილი - 55-ე ადგილი (21, 20, 21), დავით ქვათაძე კი 59 ქულით 59-ე ადგილზეა (21, 20, 18).

მესტენდურთა შეჯიბრება დღეს დასრულდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
ნინო სალუქვაძე ოლიმპიურ თამაშებზე მეათედ იასპარეზებს
16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი გაანადგურა და ბრძოლას მე-5 ადგილისთვის აგრძელებს
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
"არსენალი" და "სპორტინგი" ვერ თანხმდებიან, იოკერეში გაცეცხლებულია - რა ბედი ეწევა შვედს?
"ჩემი აზრით, ის "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - დონარუმას აგენტმა იტალიურ გამოცემასთან ისაუბრა
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
"ჩვენს გუნდში საუკეთესოა" - ენრიკემ შეგირდი შეაქო
გაუპატიურების ბრალდებით - NBA-ის ყოფილი კალათბურთელი 8 წლით დააპატიმრეს
"ამაზე უკეთესი კომპლიმენტი არ არსებობს" - რა თქვა კარაგერმა პსჟ-ზე?
"დომინანტი გუნდი ვართ" - ლუის ენრიკე "ბარსას" ფანების მილოცვებს ვერ აუდის
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რეალთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ GALACTICS! - "კვარას" გუნდმა "რეალი" გაანადგურა და ფინალში გავიდა
14 კაცით მძიმე ბრძოლაში - ახალგაზრდა "ბორჯღალოსნების" დასანანი ფრე იტალიასთან
3:0. პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "რეალს" ამარცხებს
"რეალთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პსჟ-ს ორი საკლუბო რეკორდის დამყარება შეუძლია
ჩაკვეტაძემ "უოტფორდის" პირველ მატჩში ვერ ითამაშა
"ასეთ სიტუაციაში ვერავის ვერ დავადანაშაულებ" - მუსიალას ვიდეომიმართვა
ოფიციალურად: "ლიონი" მომდევნო სეზონში ლიგა 1-ში ითამაშებს
“თბილისი” საფრანგეთში, ორლეან 3×3 ჩელენჯერში საასპარეზოდ მიემგზავრება
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ამბროლაურიდან იწყებს
ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მორიგი ლიცენზია ნინო ხუციბერიძემ მოიპოვა
ნინო სალუქვაძეს სპეციალური ჯილდო გადასცეს
ევროპის ჩემპიონატი ტყვიის სროლაში: ბაქოს ორმაგი დატვირთვა
მიუნხენის ტურნირი: ცოტნე მაჭავარიანის მორიგი რეკორდი
თბილისის ღია თასი: როდის დააფინანსებენ ფედერაციებს?
ტყვიის სროლა. მსოფლიოს თასი: სროლა გაბალაში
ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები: ქართველი სპორტსმენების გამოსვლის კალენდარი
ახალგაზრდული ოლიმპიადა: ვერცხლი - სულამანიძეს, ბრინჯაო - ხუციბერიძეს
ლიზი კილაძემ ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა
გუნდური ბრინჯაოს მედალი ტყვიის მსროლელთა დიდ პრიზზე
ლიზი კილაძემ ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
სალუქვაძემ წარუმატებლად ისროლა და ფინალში ვერ მოხვდა
გაბალამ სანგარიც გაგვახსენა - აზერბაიჯანში რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ლიცენზიებიც გაიცემა
53 წლის ნინო სალუქვაძის ვერცხლი
ევროპის ჩემპიონატი: ლიზი კილაძეს ფინალამდე ერთი ქულა დააკლდა
ჩვენი პირველი დღე ოლიმპიადაზე - სარდალაშვილი ნაგაიამას ფინალამდე არ ხვდება, ნახევარფინალში კი იქნებ მხეიძეს დაუპირისპირდეს...
ნინო სალუქვაძე ოლიმპიურ თამაშებზე მეათედ იასპარეზებს