ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მეოთხე ტური დღეს ორი გამორჩეული და საინტერესო მატჩით გაგრძელდა, რომლებიც ბათუმსა და თბილისში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ორივე დაპირისპირებაში მონაწილე გუნდები პარალელურად წარმოდგენილნი არიან ევროპულ საკლუბო ტურნირებზე — „ბათუმი“ ფიბა-ს ევროპის თასზე ასპარეზობს, ხოლო კსუ „კავკასია“ ევროპის ჩრდილოეთის საკალათბურთო ლიგაში (ENBL) იცავს საქართველოს სახელს. აჭარის დედაქალაქში ერთმანეთს პრინციპული მეტოქეები, „ბათუმი“ და კსუ „კავკასია“ დაუპირისპირდნენ.

მატჩი საკმაოდ დაძაბული და გარდამავალი გამოდგა: მიუხედავად იმისა, რომ კავკასიელებმა თავიდანვე სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს, მასპინძლებმა მებრძოლი ხასიათი გამოავლინეს და მესამე პერიოდში ბრწყინვალედ ითამაშეს, რომელიც 20:7 მოიგეს. ამგვარად, დასკვნითი 10-წუთეულის წინ ბათუმელები 3-ქულიანი სხვაობით (64:61) დაწინაურდნენ.

მიუხედავად ამისა, სტუმრებმა ბოლო პერიოდი ძალზე ძლიერად და ორგანიზებულად ჩაატარეს, მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს, ათწუთეული 19:7 მოიგეს და საბოლოო გამარჯვებაც 80:71 მოიპოვეს. კავკასიის შემადგენლობაში შედეგიანობით ჯასტინ ფორსტი (16 ქულა, 5 პასი), გიორგი ტურძილაძე (14 ქულა, 7 მოხსნა), აკაკი დვალიშვილი (13 ქულა) და სანდრო სანაძე (11 ქულა) გამოირჩნენ, ხოლო „ბათუმის“ რიგებში ბრწყინვალე იყო გიორგი ოჩხიკიძე, რომელმაც 30 ქულა და 5 პასი მიითვალა, ლარი პაუელმა 16 ქულა და 6 მოხსნა ჩაიწერა, ხოლო კარსონ ბაშამმა 11 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა.

მეორე შეხვედრა თბილისის ძველ სპორტის სასახლეში გაიმართა, სადაც „ბლექ ფორტრესმა“ „თელავს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 79:88 დამარცხდა.

მთელი შეხვედრის განმავლობაში თელაველები ლიდერობდნენ, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება ბოლო წუთებამდე უჭირდათ და გამარჯვების მოპოვება მხოლოდ დასკვნით პერიოდში მოახერხეს. ეს მატჩი განსაკუთრებული და პრინციპული იყო ტროი საიმონსისთვის, რომელსაც „თელავის“ რიგებში დებიუტი ჰქონდა, შარშან კი სწორედ „ბლექ ფორტრესის“ ღირსებას იცავდა და ამ გუნდის წარმატებებიც ძირითადად მის სახელს უკავშირდებოდა.

საიმონსი მატჩის აბსოლუტური გმირი გახდა — მან სადებიუტო შეხვედრაში 24 ქულა ჩააგდო და ფაქტობრივად მისი ბრწყინვალე თამაშის წყალობით თელავმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმა. „ბლექ ფორტრესის“ შემადგენლობაში ლუკა კალატოზიშვილმა 21 ქულა და 16 მოხსნა მიითვალა, დონდრე რედიკმა 18 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა, ხოლო სერგი ნინუას ანგარიშზე 13 ქულა და 6 პასი იყო; თელაველთა მხრიდან კი ტროი საიმონსის (24 ქულა) გარდა, გრეგორი მილტონმა (11 ქულა, 9 მოხსნა, 8 პასი), ვატო გარჩილაძემ (13 ქულა) და მაილს კარტერმა (12 ქულა, 6 მოხსნა) გამოიჩინეს თავი. სატურნირო ცხრილის სათავეში მიმდინარე ეტაპზე 4 მოგებით კსუ „კავკასია“ ლიდერობს (8 ქულა), მეორე-მეოთხე ადგილებს „თსუ“, „თელავი“ და „ივერიონი“ ინაწილებენ (თითოეულს 6 ქულა აქვს).

სუპერლიგის მეოთხე ტური ხვალ, 25 ოქტომბერს, ორი მატჩით დასრულდება: „მარგვეთი“ „ორბს“ „თბილისი არენაზე“ დაუპირისპირდება (14:30 სთ), ხოლო „ქუთაისი“ საკუთარ არენაზე, ქუთაისის სპორტის სასახლეში თსუ-ს უმასპინძლებს (18:30 სთ).

GBF

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!

თსუ-მ ბლექ ფორტრესიც დაამარცხა და სუპერლიგაში ლიდერობს

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა

გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა

აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო

VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები

ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში

უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"

"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს

მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის

როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა

ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...