ქართველი ტყვიის მსროლელების წარმატება მსოფლიო თასზე

AutoSharing Option
ზულეში (გერმანია) მიმდინარე ახალგაზრდა ტყვიის მსროლელთა მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრებმა წარმატებას მიაღწია. მარიამ ფროდიაშვილმა და გიორგი მუმლაძემ შერეულ წყვილებში ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

საქართველოს წარმომადგენლებმა გადამწყვეტ შეხვედრაში დიდი უპირატესობით - 16:4 დაამარცხეს ტაილანდელთა დუეტი.

საგულისხმოა, რომ მსოფლიო თასი ახლებური სისტემით ჩატარდა - საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ ნახევარფინალური სერია არ გამართულა. გუნდები დაკავებული ადგილების მიხედვით დაწყვილდნენ. ფინალშიც ექვსი წყვილი გავიდა: I-II ადგილზე გასულებმა ოქროს მედლისთვის ბრძოლის უფლება მიიღეს, III-VI და IV-V-ადგილოსნებს კი ერთმანეთში ურთიერთობის გარკვევა ბრინჯაოს მედლებისთვის მოუწიათ.

ფროდიაშვილი
-მუმლაძის წყვილი შესარჩევშიც კარგად გამოვიდა - 571 ქულით 38 მეტოქეს შორის მესამე ადგილზე გავიდა. საქართველოს მეორე წყვილი - სალომე ფროდიაშვილი-იოანე ხვარეშია, 544 ქულით 31-ე ადგილზე გავიდა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან სასიამოვნოა!მიხარია, რომ თანდათან მაღალ პოზიციებზე გადავდივართ.განსაკუთრებით სასიხარულოა,რომ საქართველოს რუკაზე კიდევ ერთი ცენტრი იქმნება,თელავის სახით.მგონი თანდათან გამოვედით კრიზისიდან.
სოსო
14:17 13-05-2022
0

სიახლეები პოპულარული