ტყვიის მსროლელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა წარმატებას მიაღწია

AutoSharing Option
ტალინის ევროპის ჩემპიონატზე 10 მეტრზე პნევმატური პისტოლეტით სროლაში შერეულ წყვილებში წარმატებას მიაღწია საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა. ჩვენმა გუნდმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

შეჯიბრებაში 30 წყვილი ჩაება. მათ შორის ორი გუნდით იყო წარმოდგენილი საქართველო. პირველ გუნდში შედიოდნენ მარიამ აბრამიშვილი და გიორგი მუმლაძე, მეორეში - მარიამ ფროდიაშვილი და იოანე ხვარეშია.

აღსანიშნავია, რომ მომავალმა პრიზიორებმა გადამწყვეტ შეხვედრებში ერთნაირი ანგარიშით, 16-12 მოუგეს მოლდაველებს და იტალიელებს.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული