ცოტა ხნის წინ, British Cycling-მა ტრანსგენდერების ტურნირებში მონაწილეობის წესი შეცვალა, რისი წყალობითაც მათ მიიღეს ქალთა შეჯიბრებზე გამოსვლის საშუალება, თუმცა ველომრბოლელების საერთაშორისო გაერთიანებამ (UCI) ტრანსგენდერი ველომრბლოლელი ემილი ბრიჯესი დიდი ბრიტანეთის ჩემპიონატზე არ დაუშვა.
"British Cycling-სა და UCI-ის პოლიტიკებს შორის არსებული სხვაობის გამო, რომელიც სპორტსმენების ლიცენზირებას ეხება, ამჟამად ტრანსგენდერ სპორტსმენებს მხოლოდ ქვეყნის შიდა რბოლებზე მონაწილეობის უფლება აქვთ. ეს მრბოლელებს სარეიტინგო ქულების მოპოვების საშუალებას აძლევს, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ეროვნულ ჩემპიონატებში
აქედან გამომდინარე, British Cycling-ის ხუთშაბათს შეკრებილმა დირექტორთა საბჭომ არსებული პოლიტიკის შეწყვეტას მხარი დაუჭირა. სრული გადახედვა უახლოეს კვირეებში დაიწყება," - წერია British Cycling-ის განცხადებაში.
ნიშანდობლივია, რომ ტრანსგენდერებისათვის სხვადასხვა პროფესიონალურ შეჯიბრებებში მონაწილეობის დაშვების შემდეგ ეს პირველი ნაბიჯია, რომელიც ამ დონეზე ძველი წესრიგისკენ გადაიდგა.
ყველაფერი ეს კეთდება მოსახლეობის შემცირების მიზნით, რადგან მსოფლიო მმართველებს ჰგონიათ, რომ თვითონ შეუძლიათ ღმერთის როლი ითავონ და გადაწყვიტონ გაამრავლონ თუ არა მოსახლეობა დედამიწაზე.