13 თებერვალს მედლების მორიგი კომპლექტი თამაშდებოდა 1000 მეტრზე ქალებს შორის. ჰოლანდიამ გააგრძელა ბრწყინვალე სერია და უმედლოდ არც ამჯერად დარჩა, მაგრამ ოქრო ისევ აზიელებმა აიღეს.
ცნობილია, რომ 1000 მეტრზე გარბენები ორ პირობით ჯგუფად იყოფა და როგორც წესი, მეორე ჯგუფში ხვდებიან მთავარი ფავორიტები. მიუხედავად ამისა, 13 თებერვალს უკვე მეშვიდე გარბენში დაფიქსირდა დღის საუკეთესო დრო. ჩინელი ჰონ ჟანგის მეწყვილე იყო 1000 მეტრზე
და გაჩნდა ინტრიგა - ვინ შეძლებდა უძლიერესთა ჯგუფიდან ჩინელის დროის გაუმჯობესებას?
ყოველი მორიგი გარბენის შემდეგ ცხადი ხდებოდა, რომ ჟანგმა ყველაზე უკეთ გაირბინა დისტანცია და გამარჯვებას არავის დაუთმობდა. ბრძოლა მხოლოდ მეორე და მესამე პოზიციებისთვის იყო. მაღალი ადგილის იმედი ჰქონდა ამ დისტანციაზე მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, რუს ოლგა ფატკულინას, მაგრამ მასპინძელმა თავის საყვარელ სახეობაში მხოლოდ მეოთხე ადგილი დაიკავა. წარუმატებელი იყო ამერიკელი ბრიტანი ბოუვის ცდაც.
საბოლოოდ, სოჭის ოლიმპიადაზე მედლების კოლექცია ჰოლანდიელებმა შეავსეს: სოჭში 3000 მეტრზე ჩემპიონმა ირენ ვიუსტმა ვერცხლი აიღო, მარგო ბურმა კი ამ თამაშებზე მეორე ბრინჯაო მოიგო.
ჰონ ჟანგი
დაიბადა: 12 აპრილი, 1988
სიმაღლე: 1.74 მ
წონა: 65 კგ
ოლიმპიური თამაშები
ოქრო - სოჭი 2014, 1000 მ
სხვა ტიტულები
მსოფლიოს ერთგზის ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"