სოჭი 2014: სნოუბორდი - იოლი ოქრო ჩეხებს

AutoSharing Option
ჩეხეთის ნაკრებმა სოჭის ოლიმპიადაზე პირველი ოქრო აიღო. ამ თამაშებზე ქალთა სნოუბორდ-კროსი ერთ-ერთი იმ სახეობათაგანი იყო, სადაც ერთი სპორტსმენის აშკარა დომინირება შეინიშნებოდა.

ევა სამკოვამ ყველა ეტაპი ძალიან დამაჯერებლად მოიგო და ფინალშიც მეტოქეებს შანსი არ დაუტოვა. გადამწყვეტ ცდაზე ერთადერთი სპორტსმენი, რომელიც ასე თუ ისე ღირსეულ მანძილს ინარჩუნებდა სამკოვასთან, გამოცდილი კანადელი დომინიკ მალტე იყო, რომელიც მეორე მივიდა ფინიშთან. საპრიზო სამეულში მოულოდნელად 19 წლის ფრანგი ქლოე ტრესპოში მოხვდა.

არ შეიძლება, არ აღვნიშნოთ ტურინის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორის, ლინდსი ჯეკობელისისა და ვანკუვერის თამაშების ჩემპიონის, მაელ რიკერის
ფიასკო. ამერიკელმა ვერ შეძლო ფინალში მოხვედრა ნახევარფინალში წაქცევის გამო, რიკერმა კი სოჭში გამოსვლა მეოთხედფინალურ სტადიაზე დაასრულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული