მეორე დაშვებასთან დაკავშირებით, მართლაც იყო პრობლემები, მაგრამ ამან სტარტის მხოლოდ 15 წუთით გადაწევა გამოიწვია. პირობები მართლაც ძალიან ცუდი იყო. აქ ლაპარაკი არ არის მხოლოდ ნისლზე, არამედ წვიმაში გადასულ თოვლზე, რაც ძალიან უშლიდა ხელს სპორტსმენებს. ამის გამო ვერ დაასრულეს პირველი ცდა გერმანელმა მარია ჰიოფლ-რიშმა და ამერიკელმა ჯულია მანკუზომ.
საბოლოოდ,
პირველ ცდაზე მაზე, უბრალოდ, ფენომენალური იყო და კონკურენტებს თითქმის ერთი წამი მოუგო. მეორე დაშვებისას სლოვენიელი შეტევას მოერიდა და უფრო მოპოვებულ უპირატესობას იცავდა, რაც მოახერხა კიდეც.
მაზესთან ერთად პოდიუმზე ავიდნენ ავსტრიელი ანა ფენინგერი და ვანკუვერის ოლიმპიური ჩემპიონი, გერმანელი ვიქტორია რებენსბურგი. ისინი პირველი ცდის შემდეგ მეოთხე და მეექვსე პოზიციაზე იყვნენ. ფენინგერს უკვე აქვს ერთი ოქრო სოჭში (სუპერგიგანტი მოიგო), რებენსბურგი კი, რომელმაც წლევანდელი სეზონის დიდი ნაწილი გაუგებარი ვირუსის გამო გამოტოვა, ბრინჯაოთი კმაყოფილი უნდა დარჩენილიყო.
17 თებერვალს მხოლოდ ფავორიტების გამოსვლა არ იწვევდა ინტერესს. ოლიმპიადაზე დებიუტი ჰქონდა ცნობილ მევიოლინეს, ვანესა მეის. მისდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ტაილანდის სახელით მოასპარეზე მუსიკოსმა ორივე ცდა დაასრულა და მაზესთან ჯამში 50.10 წამი წააგო. საბოლოო ოქმში მეიმ უკანასკნელი, 74-ე ადგილი დაიკავა.
ტინა მაზე
დაიბადა: 2 მაისი, 1983
სიმაღლე: 1.72 მ.
წონა: 68 კგ.
ოლიმპიური თამაშები
ოქრო - სოჭი 2014, სწრაფდაშვება
ოქრო - სოჭი 2014, გიგანტური სლალომი
ვერცხლი - ვანკუვერი 2010, სუპერგიგანტი
ვერცხლი - ვანკუვერი 2010, გიგანტური სლალომი
სხვა ტიტულები
მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი, 4-გზის ვერცხლის პრიზიორი; მსოფლიოს თასის მფლობელი (2013); 23 მოგება და 66 პოდიუმი მსოფლიოს თასის ეტაპებზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"