სოჭი 2014: შორტ-ტრეკი - ევროპელების მოულოდნელი მედლები

AutoSharing Option
შორტ-ტრეკის ტურნირის ქალთა ნაწილში აზიელი მორბენლების დომინირება შეიმჩნევა. ქალების ესტაფეტის ფინალში მედლების პრეტენდენტთა ჯგუფი დისტანციის შუაში ჩამოყალიბდა, როცა იტალიელებმა დაკარგეს კონტაქტი ლიდერებთან, ხოლო "სკუადრა აძურას" ერთ-ერთმა წარმომადგენელმა საერთოდ წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და ყინულზე დაეცა. ფინიშამდე სამი-ოთხი წრით ადრე, ჩინეთმა და სამხრეთ კორეამ ტემპი გაზარდეს, რითაც ამ დუეტმა კანადის ნაკრებიც ჩამოიცილა.

ოქროსთვის ბრძოლა ძალიან დაძაბული და უკომპრომისო იყო: რაღაც მომენტში, ერთ-ერთმა ჩინელმა ესტაფეტა გადასცა თანაგუნდელს, მაგრამ თან ხელი შეუშალა რბოლის ერთ-ერთ მონაწილეს, რის გამოც მსაჯებმა მთლიანად ჩინეთის ნაკრებს დისკვალიფიკაცია მისცეს. ამის
წყალობით, კანადამ ვერცხლის მედლამდე მიაღწია, იტალიამ კი მოულოდნელად ბრინჯაო მიიღო.

ჩინელთა დისკვალიფიკაციით კი ყველაზე მეტად კორეამ იხეირა, რომელსაც, პრაქტიკულად, აღარ ჰყავდა კონკურენტი ჩემპიონობისთვის ბრძოლაში და დამსახურებულად გახდა სოჭის ტრიუმფატორი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული