სოჭი 2014: სნოუბორდი - კინაღამ სენსაცია

AutoSharing Option
მამაკაცთა სნოუბორდ-კროსში კინაღამ დიდი სენსაცია მოხდა. 22 წლის რუსს, ნიკოლაი ოლიუნინს შესანიშნავი შანსი ჰქონდა იმისთვის, რომ მეექვსე ოქრო ჩაედო რუსეთის ნაკრების ყულაბაში, მაგრამ გამოუცდელობამ შეუშალა ხელი.

მასპინძელი სნოუბორდისტი საკვალიფიკაციო ეტაპების დროს ერთი თავით მაღლა იდგა ყველა კონკურენტზე, მაგრამ ფინალში სერიოზულ ბარიერს წააწყდა ფრანგი პიერ ვოლტიეს სახით. მთელი დისტანციის განმავლობაში ოლიუნინი ოდნავ ჩამორჩებოდა ფრანგს, რომელიც უკეთეს ტრაექტორიას ირჩევდა და არაერთხელ ჩაუკეტა დერეფანი რუს სპორტსმენს.

საბოლოოდ, ვოლტიემ ოქროს მედალი მოიპოვა, რუსი კი ვერცხლით დაკმაყოფილდა, რაც უკვე დიდი სენსაცია იყო. სამეულში მოხვდა ამერიკელი
ალექს დაიბოლდი, რომელმაც ბოლო მეტრებზე გაუსწრო ტურინის თამაშების ბრინჯაოს პრიზიორს, პოლ-ანრი დე ლე რიუს.

პიერ ვოლტიე
დაიბადა: 26 ივნისი, 1987
სიმაღლე: 1.86 მ.
წონა: 77 კგ.
ოლიმპიური თამაშები
ოქრო - სოჭი 2014, სნოუბორდ-კროსი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული