სოჭი 2014: ფიგურული სრიალი - მუქარა პლიუშჩენკოს ოჯახისგან

AutoSharing Option
2002 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ალექსეი იაგუდინმა განაცხადა, რომ ნერვიულობს საკუთარი ჯანმრთელობის გამო. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ თუ მას ან მისი ოჯახის წევრებს რაიმე შეემთხვევა, ამაში დამნაშავე იქნება ევგენი პლიუშჩენკო, მისი მეუღლე იანა რუდკოვსკაია და მათი გარემოცვა.

ცოტა ხნის წინ რუსულ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის ფიგურული სრიალის ფედერაციამ შეცდომა დაუშვა, როცა პლიუშჩენკო სოჭის ოლიმპიადაზე გაუშვა. ასევე, მან შეახსენა ყველას: ჯერ კიდევ ოლიმპიადამდე პლიუშჩენკომ საჯაროდ გამოაცხადა, რომ აპირებდა გუნდურ ტურნირზე გამოსვლას და გამოტოვებდა პირად პირველობას, მაგრამ, იაგუდინის თქმით, რეგლამენტი
არ იძლევა ამის საშუალებას. ის ამბობს, რომ პლიუშჩენკომ და ფედერაციამ მთელი რუსეთი მოატყუეს.

"გუშინ უკვე მივიღე სატელეფონო ზარი, მათ შორის, იანას ველაპარაკე. ყოველ შემთხვევაში, ასე გამეცნენ. იყო მუქარა ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლეზე! თუ მე ან ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს რამე შეგვემთხვევა, დააბრალეთ იანას, ევგენის და მის გარემოცვას. მინდა იმედი მქონდეს, რომ ესენი, უბრალოდ, უცხო ადამიანები იყვნენ"
, - დაწერა იაგუდინმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული