სოჭი 2014: ბობსლეი - აბაზანა ნაგვის ურნაში

AutoSharing Option
ვანკუვერის თამაშების ჩემპიონმა, კანადელმა ბობსლეისტმა ჰიზერ მოისმა ნაგვის ურნაში მიიღო აბაზანა. სპორტსმენმა ეს გააკეთა სამთო ოლიმპიურ სოფელში, სადაც, მისი სიტყვებით, ნორმალური აბაზანა ვერ იპოვა.

მოისმა ამის შესახებ საკუთარ "ტვიტერზე" დაწერა და შეტყობინებას ფოტოც თან დაურთო. ბობსლეისტმა დაამატა, რომ წყალში ე. წ. ინგლისური მარილი (სულფატ მაგნიუმი) ჩაყარა. ასეთი აბაზანები სპორტსმენებს ვარჯიშებისა და შეჯიბრებების შემდეგ აღდგენაში ეხმარება.

35 წლის მოისმა ვანკუვერში ოქროს მედალი კეილი ჰემფრიზთან ერთად მოიგო. ბობსლეის გარდა, კანადელი დაკავებულია რაგბით, ფეხბურთითა და მძლეოსნობით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული