უკრაინელ სპორტსმენებს სოჭში შავი სამკლავურების გაკეთების ნება არ მისცეს

AutoSharing Option
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (სოკ) უკრაინის დელეგაციას არ დართო ნება, სოჭში მოასპარეზე უკრაინელმა სპორტსმენებმა სამგლოვიარო სამკლავურებით იასპარეზონ.

ოლიმპიადაზე მყოფ უკრაინელ სპორტსმენებს მათ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო სამძიმრის გამოხატვა სურდათ. ბოლო მონაცემებით, კიევში აქციებს 25 ადამიანი ემსხვერპლა, უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა კი ქვეყანაში ხუთშაბათი გლოვის დღედ გამოაცხადა.

"ჩვენს თხოვნაზე სოკ-ისგან მივიღეთ პასუხი, რომ ოლიმპიური ქარტიით ეს დაუშვებელია. უკრაინის ოლიმპიური დელეგაცია სრულებით იზიარებს ტკივილს და მწუხარებას გამოთქვამს ტრაგიკული მოვლენების გამო", - ნათქვამია უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში.

ვრცელდება ცნობა, რომ სამგლოვიარო სამკლავურებით გამოსვლაზე
სოკ-ისგან უარის მიღების შემდეგ გუნდურ სათხილამურო სპრინტში უკრაინის ნაკრებმა ასპარეზობაზე უარი განაცხადა. თუმცა ამ დრომდე მარინა ლისოგორისა და კატერინა სერდიუკის სტარტზე არგამოსვლის ოფიციალური მიზეზი არ დასახელებულა.

ამასთან, საზოგადოებრივმა მოძრაობამ "ჩვენ ევროპელები ვართ" უკრაინელ სპორტსმენებს სოჭის ოლიმპიური თამაშების ნაადრევად დატოვებისკენ მოუწოდა. ამასთან, უკრაინის ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალურ საიტზე, სამძიმრის წერილთან ერთად, აღნიშნულია, რომ სპორტსმენები სოჭში გამოსვლას გააგრძელებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული