სოჭი 2014: ბობსლეი - უცნაური გამარჯვება

AutoSharing Option
19 თებერვლამდე სოჭის საციგაო ტრასაზე ბობსლეიში, სკელეტონსა და ციგაობაში მედლების შვიდი კომპლექტი გათამაშდა, მაგრამ არც ერთხელ არ დაფიქსირებულა ისეთი შემთხვევა, რომ ბოლო ცდის წინ დაწინაურებულს უახლოესი კონკურენტისთვის დაეთმოს პირველი ადგილი.

სწორედ ასეთ უცნაურობას ჰქონდა ადგილი 19 თებერვალს ქალებს შორის ორადგილიანი ბობებით ასპარეზობის დროს. მესამე ცდის შემდეგ ამერიკელთა ეკიპაჟი, ილანა მაიერსისა და ბეასტრის უილიამსის შემადგენლობით, 11 მეასედ წამს უგებდა კანადურ დუეტს, რომელსაც ვანკუვერის თამაშების ჩემპიონები - ჰიზერ მოისი და კაილი ჰემფრიზი შეადგენდნენ.

მაგრამ კანადელებმა ბრწყინვალედ შეასრულეს ბოლო დაშვება, იმ დროს, როცა
მაიერსმა და უილიამსმა შეცდომები დაუშვეს და მხოლოდ ვერცხლს დასჯერდნენ. სხვაობამ მათ შორის ერთი მეათედი წამი შეადგინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული