სოჭი 2014: ჰოკეი - რუსებმა სოჭში მთავარი წააგეს, ფინეთი ნახევარფინალშია

AutoSharing Option
ისევე, როგორც ოთხი წლის წინ ვანკუვერში, რუსეთის ნაკრები მეოთხედფინალური ეტაპიდან გამოეთიშა ოლიმპიადას. მაშინ რუსებმა სამარცხვინოდ წააგეს კანადასთან - 3:7, ახლა კი მათი დამარცხება ფინეთმა შეძლო.

თამაშის დასაწყისი მასპინძლებს უკეთ გამოუვიდათ. როცა ორწუთიანი ჯარიმით მოედნიდან გააძევეს გრანლუნდი, კოვალჩუკმა დაციუკის პასის შემდეგ ახლო მანძილიდან ძლიერად დაარტყა და ტუუკა რასკი უშანსოდ დატოვა.

მაგრამ ამით მასპინძლების სიხარული დასრულდა. ორ წუთში აალტონენმა ოსტატურად მოატყუა მცველი და შორეულ კუთხეში დაურტყა ვარლამოვს. ეს უკანასკნელი მოტყუვდა და იოლი შაიბა გაუშვა. პირველი პერიოდის ბოლოს კი გრანლუნდმა მოპარა შაიბა რუს
მცველს და 43 წლის სელიანეს გაატანინა.

მეორე პერიოდში სასტარტო შტურმის შემდეგ რუსები ემელინის გაძევების გამო რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ და მესამე შაიბა მიიღეს საკუთარ კარში. ამჯერად, სელიანემ და გრანლუნდმა როლები გაცვალეს. ვეტერანის დარტყმა მოიგერია ვარლამოვმა, მაგრამ დამატებაზე გრანლუნდმა ივაჟკაცა.

მესამე გოლის შემდეგ ვარლამოვი ბობროვსკიმ შეცვალა, რომელსაც შაიბა არ გაუშვია, თუმცა ასევე აუღებელი ციხესიმაგრე იყო ფინელთა გოლკიპერი ტუუკა რასკი. ის მატჩის მთავარი გმირი იყო 34 მოგერიებული დარტყმით.

ფინეთი ნახევარფინალში შვედეთს შეხვდება, მეორე ნახევარფინალური წყვილი კი ჩრდილოამერიკული გამოვიდა: კანადა აშშ-ის წინააღმდეგ. ამერიკელებმა გაისეირნეს ჩეხეთთან მატჩში, კანადელებმა კი მხოლოდ ბოლო წუთებზე გაიტანეს გამარჯვების შაიბა გმირი ლატვიელების კარში.

ჰოკეი. კაცები. 1/4-ფინალი
შვედეთი-სლოვენია 5:0
1:0, 0:0, 4:0
გოლები: 1:0 სტინი-1 (ალფრედსონი-2, ე. კარლსონი-3), 2:0 დ. სედინი-1 (ლ. ერიქსონი-1), 3:0 ლ. ერიქსონი-1 (ბექსტრიომი-3, ოდუია-1), 4:0 ჰაგელინი-1 (კრონვალი-2, ჯ. ერიქსონი-1) , 5:0 ჰაგელინი-2 (ე. კარლსონი-4).

ფინეთი-რუსეთი 3:1
2:1, 1:0, 0:0
გოლები: 0:1 კოვალჩუკი-3 (დაციუკი-4), 1:1 აალტონენი-1 (კონტიოლა-3), 2:1 სელიანე-2 (გრანლუნდი-2), 3:1 გრანლუნდი-3 (სელიანე-2, ტიმონენი-2).

კანადა-ლატვია 2:1
1:1, 0:0, 1:0
გოლები: 1:0 შარპი-1 (ნეში-1), 1:1 დარძინში-4 (კულდა-1, სპრუკტსი-2), 2:1 უებერი-3 (დაუტი-2, ტეივზი-2).

აშშ-ჩეხეთი 5:2
3:1, 1:0, 1:1
გოლები: 1:0 ვან რიმსდიკი-1 (კესლერი-2, კეინი-4), 1:1 ჰემსკი-2, 2:1 ბრაუნი-2 (ბეკსი-1, რ. სუტერი-1), 3:1 ბეკსი-3 (რ. სუტერი-2, მაკდონაჰი-1), 4:1 პარიზე-1 (პაველსკი-4, რ. სუტერი-3), 5:1 კესელი-5 (კესლერი-3, შატენკირკი-3), 5:2 ჰემსკი-3.

1/2-ფინალი
21 თებერვალი
აშშ-კანადა
შვედეთი-ფინეთი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული