სოჭი 2014: კიევის გამოძახილი - უკრაინელმა მოთხილამურემ გამოსვლაზე უარი თქვა

AutoSharing Option
სოჭში უკრაინის დელეგაციამ ოფიციალური თხოვნით მიმართა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, რათა ნება მიეცათ უკრაინელი სპორტსმენებისთვის, შავი სამკლავურებით გასულიყვნენ სტარტებზე კიევის მოვლენებისას დაღუპულების პატივსაცემად.

მაგრამ სოკ-მა ამაზე უარი განაცხადა და მიზეზად ოლიმპიური ქარტია მოიყვანა.

მოგვიანებით, უკრაინელმა სამთო-მოთხილამურემ ბოგდანა მაცეცკაიამ გამოაცხადა, რომ წყვეტს სოჭის ოლიმპიადაზე გამოსვლას უკრაინაში ქვეყნის პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის მოქმედების გამო.

"ძალიან აღშფოთებული ვარ უკრაინის პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ბოლოდროინდელი მოქმედებებით",
- დაწერა სოციალურ ქსელში მაცეცკაიამ.

უკრაინის დედაქალაქში მომხდარმა ტრაგიკულმა ამბებმა ასევე გავლენა იქონია გუნდური სპრინტის მონაწილეთა რაოდენობაზე. უკრაინული დუეტი სტარტზე არ
გავიდა და პრესამ ეს მაშინვე პროტესტად აღიქვა, მაგრამ მოგვიანებით გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გუნდურ სპრინტზე უარის თქმა ერთ-ერთი მოთხილამურის ტრავმას უკავშირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული