BBC
სოჭის ოლიმპიურ ტრასებზე რამდენიმე უბედური შემთხვევა მოხდა. რუსმა ფრისტაილისტმა მარია კომისაროვამ სკი-კროსის ვარჯიშის დროს ხერხემალი გაიტეხა; ბულგარელი სამთო-მოთხილამურე სტეფან პრისადოვი ტრასიდან სპეციალური ციგებით იქნა ევაკუირებული; ნორვეგიელი სნოუბორდისტი ტორსტეინ ჰომგო ტურნირს გამოეთიშა მოტეხილობებითა და ტვინის შერყევით. ამ და სხვა შემთხვევების გამო BBC-მ გადაწყვიტა, გამოეკითხა ექსტრემალ სპორტსმენთა მშობლები მათი შვილების გატაცებაზე.
ანდრეა მანკუზო, სამთო თხილამურებში ოლიმპიური ჩემპიონის, ჯულია მანკუზოს დედა: "დარწმუნებული
სიუზ ფარინგტონი, ჰაფპაიპში ოლიმპიური ჩემპიონის, კეიტლინ ფარინგტონის დედა: "თავიდან მას ვეუბნებოდი, რომ არასოდეს წავიდოდი ამ საგიჟეთის ცოცხლად სანახავად, მაგრამ მივხვდი, რომ უშუალოდ არენაზე უფრო მიადვილდებოდა ყველაფრის გადატანა. იმ წუთებში, როცა ის ტრასაზეა, მე მკვდარი ვარ".
ESPN
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი რუსული პანკ-ჯგუფის, Pussy Riot-ის აქციების წინააღმდეგ გამოვიდა, რომელიც სოჭის ოლიმპიადის სიახლოვეს იმართებოდა. სოკ-ის პრესმდივანმა მარკ ადამსმა ამ დღეებში განაცხადა, რომ ოლიმპიური ობიექტები საუკეთესო ადგილი არ არის პოლიტიკური დემონსტრაციებისთვის.
ადამსის განცხადება მას შემდეგ გაჟღერდა, რაც Pussy Riot-ის ორი წევრი რუსეთის პოლიციამ სოჭში დააკავა. გოგონები ხალხს მოუწოდებდნენ სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტისკენ; გარდა ამისა, საკუთარი აქციებით მათ მსოფლიოს ყურადღების მიპყრობა სურდათ რუსეთის პრეზიდენტის პოლიტიკის მიმართ.
ამასობაში, ვლადიმერ პუტინისთვის სოჭში კაფე ააშენეს... მხოლოდ ერთი საუზმისთვის. გასულ კვირას, სოჭის სანაპიროზე მოულოდნელად მშენებლობა დაიწყო. ამან აღაშფოთა ადგილობრივი მოსახლეობა, რადგან განადგურების საფრთხე დაემუქრა იქაურ გამწვანებას. როცა მუშებს ჰკითხეს - რა შენდებოდა სანაპიროზე - ასეთი პასუხი მიიღეს: სცენა ოლიმპიური ღონისძიებებისთვისა და კონკურსებისთვის, მაგრამ მალე პრესამ გაავრცელა რეპორტაჟები, სადაც ახლად აშენებულ კაფეში პრეზიდენტი პუტინი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელებს მასპინძლობდა. იმ დღის შემდეგ პრეზიდენტი იქ აღარ გამოჩენილა.
Washington Post
ამერიკული გაზეთის საკუთარმა კორესპონდენტმა რიკ მაესემ თავის "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებზეც რუსული ლუდის ორი ქილაა გამოსახული. ჟურნალისტმა ის ოლიმპიური სოჭის ერთ-ერთ მაღაზიაში შეიძინა. ქილაზე გამოსახულია ყოვლად იდიოტური სცენა: გაღიმებული რუსი ჰოკეისტი გალანტურად ეხმარება თასმების გახსნაში კანადის ჰოკეის ნაკრების მხარდამჭერი ჯგუფის ერთ-ერთ გოგონას. თავად კანადელი ჰოკეისტები კი მოშორებით დგანან და ჩუმად უცქერენ მომხდარს.
"ქილაზე გამოსახულია რუსი ჰოკეისტი, რომელმაც ცოტა ხნის წინ დაამარცხა კანადის ნაკრები და ახლა კანადელებისთვის გოგონას წართმევასაც აპირებს. რაც შეეხება ლუდს, ვფიქრობ, მას თბილი შარდის გემო და ჟანგიანი წყლის ფერი აქვს. არაფერი სჯობს ნამდვილ ამერიკულ და კანადურ ლუდს", - დაწერა მაესემ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"