განცხადებაში წერია, რომ სპორტსმენები, რომლებსაც ჯერ ისევ წინ აქვთ ზამთრის თამაშებზე გამოსვლა, ოლიმპიურ სოფელში რჩებიან. ათლეტები, რომლებმაც უკვე დაასრულეს გამოსვლა, წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით ბრუნდებიან უკრაინაში.
განსაკუთრებული ყურადღება მიპყრობილი იყო სამთო-მოთხილამურე ბოგდანა მაცეცკაიას მიმართ, რომელიც წინა დღეს მკვეთრი განცხადებით გამოვიდა და 21 თებერვალს დანიშნულ სლალომში გამოსვლაზე უარი განაცხადა. იტყობინებიან, რომ 20 თებერვალს გაიმართა სერგეი ბუბკასა და სპორტსმენის პირადი შეხვედრა, რომლის დროსაც უკრაინის
"ბოგდანა მაცეცკაია გაგებით ეკიდება იმ ოლიმპიელების პოზიციას, რომლებიც აგრძელებენ გამოსვლას. ის დარჩება სოჭში ოლიმპიადის დასრულებამდე და უგულშემატკივრებს ყველა უკრაინელ სპორტსმენს, განსაკუთრებით კი, ქალ ბიატლონისტთა ნაკრებს, რომელსაც გამარჯვებას ვუსურვებთ მთელი უკრაინელი ხალხის სადიდებლად", - წერია განცხადებაში.
"ყველანი ძალიან აღელვებულნი ვართ უკრაინის ტრაგიკული მოვლენებით. გულთან ახლოს მიგვაქვს ეს ამბავი. ვიზიარებ აზრს იმის შესახებ, რომ ის სპორტსმენები, რომლებიც უკრაინას წარმოადგენენ თამაშებზე, ამ რთულ პერიოდში ერთიანობის მნიშვნელოვან მისიას ახორციელებენ", - განაცხადა სერგეი ბუბკამ.
* * *
20 თებერვლის ნომერში ვწერდით იმის შესახებ, რომ სათხილამურო რბოლაში ქალთა გუნდური სპრინტის სტარტზე არ გავიდნენ უკრაინელები - მარინა ლისოგორი და კატერინა სერდიუკი. პირველი ვერსიით, სპორტსმენებმა ასეთი საქციელით სოლიდარობა გამოხატეს უკრაინელი ხალხის მიმართ, მაგრამ შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრასაზე არგასვლის მიზეზი მხოლოდ სერდიუკის ტრავმა იყო.
და აი, გუშინ ლისოგორისა და სერდიუკის გადაწყვეტილების ოფიციალური მიზეზი გახდა ცნობილი. მოთხილამურეებს შავი სამკლავურებით სურდათ სტარტზე გასვლა, რითაც პატივს მიაგებდნენ კიევის მოვლენებისას დაღუპულების ხსოვნას, მაგრამ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა არ დართო ამის ნება. სწორედ აქედან მომდინარეობდა უკრაინელთა პროტესტი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"