სოჭში სპორტსმენების სასტუმროში ვეებერთელა მგლები დაძრწიან?! [VIDEO]

AutoSharing Option
სოჭის ოლიმპიადის მონაწილე ამერიკელმა მოციგავე კეიტ ჰანსენმა ვიდეორგოლი Epic Sochi Fail გაავრცელა, სადაც ჩანს, როგორ დასეირნობს მგელი ოლიმპიური სოფლის სასტუმროში, სადაც სპორტსმენები არიან დაბინავებულნი.

ვიდეორგოლში, რომლის ბმული გოგონამ თავისი "თვითერის" მიკრობლოგში დადო, ისე ჩანს, თითქოს ის ნომრის კარს ამოფარებული უთვალთვალებს და უღებს კორიდორში მოსეირნე ვეებერთელა მგელს.

თუმცა, USA Today იუწყება, რომ ჰანსენის ვიდეო ნამდვილი არაა და ის ყალბი ვირუსული ვიდეორგოლების შემქმნელმა და გამავრცელებელმა, ვინმე ჯიმი კიმელმა დაამზადა. კიმელმა სოჭის სასტუმროს ფოტოსურათები ჰანსენისგან მიიღო, ყალბი კლიპი კი თავის სტუდიაში დაამონტაჟა.
იხილეთ
ვიდეო

Sportall.Ge

ცნობისთვის, კეიტ ჰანსენმა სოჭის ოლიმპიადაზე ინდივიდუალურ შეჯიბრებაში მეათე ადგილი დაიკავა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
"ფეიკია" - ამაზე უკვე დაწერეს ამერიკაში - მგელი არა სპილო !!!
დავით
22 თებერვალი 2014 20:16
0
მგელი შესულა სასტუმროში და უთხოვია ჟურნალისტვისთვის სურათის გადაღება თან სოჩაში სადაც 8 წელი ვიცხოვრე და მგელი საერთოდ არ მინახავს.სასტუმროში ხო საერთოდ გამორიცხულია. დდდ გერმანიაში საერთოდ ამოჟლიტენ ისრაელის დელეგაცია და მაშვინ რას დაწერდენ დღევანდელი ვაი ჟურნალისტები.
qutaiseli
22 თებერვალი 2014 19:42
0
და წინა დღეს მოსეირნე სპილოები და მარტორქები რატომ არ გადაიღო?:)))ნუ ალბათ ბოლომდე არ გაწირა რუსები:)) :)) :)) :))
102010
22 თებერვალი 2014 17:05
0
რაზე დავობთ, მგელს სასტუმროში ვინ შეუშვებს, ან საერთოდ, სოჭში მგელს რა უნდა. ჩვეულებრივი მონტაჟია გაუნათლებელი და უვიცი ამერიკელების მოსატყუებლად, რომლებსაც მთელი რუსეთი ციმბირი გონიათ და მიაჩნიათ ქუჩაში დათვები და მგლები დადიან.
123
22 თებერვალი 2014 15:02
0
ჯიმი კიმელმა გააკეთა საღადაოდ დადგმულია აბა რა არი :) ნუ პროფესორობ ხოლმე რაღაცეებს წინასწარ. მგელს რა უნდა სასტუმროში :))
rogor goimdebit
22 თებერვალი 2014 13:31
0
არაფერი დამონტაჟებული არ არის, სიენენ-ზე გამოაცხადეს ამერიკელებმა სანამ შენ ინტერნეტში ნახავდი.
ზვიად
22 თებერვალი 2014 04:22
0
აშკარად ეტყობა რო დამონტაჟებულია..:))
guduna
22 თებერვალი 2014 00:25
0

სიახლეები პოპულარული