
ვიდეორგოლში, რომლის ბმული გოგონამ თავისი "თვითერის" მიკრობლოგში დადო, ისე ჩანს, თითქოს ის ნომრის კარს ამოფარებული უთვალთვალებს და უღებს კორიდორში მოსეირნე ვეებერთელა მგელს.
თუმცა, USA Today იუწყება, რომ ჰანსენის ვიდეო ნამდვილი არაა და ის ყალბი ვირუსული ვიდეორგოლების შემქმნელმა და გამავრცელებელმა, ვინმე ჯიმი კიმელმა დაამზადა. კიმელმა სოჭის სასტუმროს ფოტოსურათები ჰანსენისგან მიიღო, ყალბი კლიპი კი თავის სტუდიაში დაამონტაჟა.
ცნობისთვის, კეიტ ჰანსენმა სოჭის ოლიმპიადაზე ინდივიდუალურ შეჯიბრებაში მეათე ადგილი დაიკავა.