ფორმულა 1: ესეც 2017 წლის ხელფასები

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის პილოტების ხელფასების შესახებ, როგორც წესი, სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება და ის ბოლომდე სანდო არ არის.

მაგალითად, გერმანულმა გამოცემა Motorsport-Total-მა ჩაატარა საკუთარი კვლევა და მიიღო რეიტინგი, რომელიც განსხვავდება იმისგან, რაც ადრე გამოქვეყნდა. სიის შემდგენლები არ ასახელებენ საკუთარ წყაროს და მხოლოდ იმას უსვამენ ხაზს, რომ წლიურ ხელფასში გათვალისწინებული არ არის ბონუსები.

პირველ სამეულში მოხვდნენ პილოტები, რომლებსაც მინიმუმ ორჯერ აქვთ მოგებული ჩემპიონის ტიტული - ლუის ჰემილტონი, ფერნანდო ალონსო და სებასტიან ფეტელი. ამასთან, თუ პირველი ორის ხელფასი წელიწადში 20 მილიონ ევროს უახლოვდება, ფეტელი
შესამჩნევად ჩამორჩება ამ დუეტს, თუმცა, 2.5-ჯერ მეტს იღებს, ვიდრე მისი თანაგუნდელი კიმი რაიკონენი.

პილოტების ხელფასები 2017 წელს:
ჰემილტონი (მერსედესი) - 18,7 მლნ
ალონსო (მაკლარენი) - 18,7 მლნ
ფეტელი (ფერარი) - 14,1 მლნ
რიკარდო (რედ ბული) - 11,3 მლნ

ჰიულკენბერგი (რენო) - 9,4 მლნ
ფერსტაპენი (რედ ბული) - 6,6 მლნ
გროსჟანი (ჰაასი) - 6,6 მლნ
რაიკონენი (ფერარი) - 5,6 მლნ
ბოტასი (მერსედესი) - 5,6 მლნ

პერესი (ფორს ინდია) - 4,7 მლნ
მასა (უილიამსი) - 4,7 მლნ
ვანდორნი (მაკლარენი) - 2,8 მლნ
ოკონი (ფორს ინდია) - 1,9 მლნ
მაგნუსენი (ჰაასი) - 1,4 მლნ

საინსი (ტორო როსი) - 1,4 მლნ
კვიატი (ტორო როსო) - 940 ათასი
ერიქსონი (ზაუბერი) - 940 ათასი
პალმერი (რენო) - 940 ათასი
სტროლი (უილიამსი) - 940 ათასი
ვერლაინი (ზაუბერი) - 470 ათასი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული