პირველ დღეს პრობლემების გარეშე არ ჩაუვლია. ყველაზე სერიოზულად "მაკლარენი" დაზარალდა. დილით, ფერნანდო ალონსომ მოკლე საინსტალაციო წრე გაიარა და მანქანა მექანიკოსებს გადაულოცა ზეთის გაჟონვის გამო. ადგილობრივი გულშემატკივრებისთვის სამწუხაროდ, მათ დილის სესიაში საქმეში ვერ იხილეს ესპანელი.
შექმნილი სიტუაციის კომენტირებისას,
ძრავის პრობლემების გამო, დილით ტრასაზე გაჩერდა დანიელ რიკარდოს "რედ ბული". რემონტმა რამდენიმე საათი დაიკავა - ავსტრალიელმა გამოტოვა პირველი სესია და პაუზის შემდეგ დაბრუნდა ტრასაზე, მაგრამ მალე დატოვა ბოლიდი ელემენტების პრობლემის გამო. და ისევ მიუბრუნდა საქმეს დღის ბოლოს.
დილით, კევინ მაგნუსენის "ჰაასი" პიტ-ლეინზე გაჩერდა, შუადღის პაუზის წინ კი დანიელი ტრასიდან გადავარდა და ბარიერს შეეჯახა.
როგორც ერთი წლის წინ, "მერსედესმა" პროგრამა ორ პილოტს შორის გაანაწილა. გუნდს აქვს ამის შესაძლებლობა, რადგან მანქანა საიმედოა და ფიზიკური დატვირთვა ორივე პილოტზე თანაბრად ნაწილდება.
დილით, ვალტერი ბოტასმა ყველაზე მეტი დისტანცია გაიარა - 79 წრე. პაუზის შემდეგ კი საჭეს მიუჯდა ლუის ჰემილტონი და მანაც გაიარა ერთი რბოლის დისტანცია. "მერსედესმა" სხვადასხვა აეროდინამიკური ვარიანტი გამოსცადა.
საბოლოოდ, პირველ დღეს საუკეთესო დრო აჩვენა ჰემილტონმა - წუთი და 21.765 წამი. ეს შარშანდელ პოულზე უკეთესი დროა! და ეს პირველ დღეს, როცა გუნდები არ მუშაობდნენ სიჩქარეზე. თუმცა, აბსოლუტურ რეკორდამდე, რომელიც 2008 წელს ალონსომ დაამყარა (1.18,483), ჯერ შორია.
ყველაზე დიდი დისტანცია გაიარა სებასტიან ფეტელმა - 128 წრე. ეს ნაკლებია, ვიდრე "მერსედესების" ორივე პილოტის გავლილი დისტანცია (152), მაგრამ ერთი პილოტისთვის დღის რეკორდი იყო. დიდი ნაწილი გერმანელი "მედიუმის" საბურავებით მუშაობდა და მეორე დრო აჩვენა. ახალი SF70H საიმედო, სწრაფი და სტაბილური აღმოჩნდა.
დღეს ტესტები გაგრძელდება და გუნდების უმრავლესობაში პილოტები შეიცვლებიან.
I დღე
1. ლუის ჰემილტონი (მერსედესი) 1.21,765 (73 წრე)
2. სებასტიან ფეტელი (ფერარი) +0,113 (129)
3. ფელიპე მასა (უილიამსი) +0,311 (103)
4. კევინ მაგნუსენი (ჰაასი) +1,129 (51)
5. დანიელ რიკარდო (რედ ბული) +1,161 (50)
6. ვალტერი ბოტასი (მერსედესი) +1,404 (79)
7. სერხიო პერესი (ფორს ინდია) +1,944 (39)
8. კარლოს საინსი (ტორო როსო) +2,729 (52)
9. ნიკო ჰიულკენბერგი (რენო) +3,019 (57)
10. ფერნანდო ალონსო (მაკლარენი) +3,087 (29)
11. მარკუს ერიქსონი (ზაუბერი) +5,076 (73)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"